NETFLIX-ზე ბარაკ ობამას სერიალის დებიუტი შედგა

გაზიარება:

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკვე Netflix-ის გუნდის წევრია. პოლიტიკოსი, რომელიც კლიმატის ცვლილებების შესამცირებლად აქტიურად იბრძოდა, როგორც პრეზიდენტობის პერიოდში, ასევე მის შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საკაბელო არხზე საკუთარ დოკუმენტურ სერიალს Great National Parks-ს წარმოგვიდგენს. 

შოუ, რომლის პრემიერაც 13 აპრილს შედგა, ხაზს უსვამს მსოფლიოს უდიდესი ეროვნული პარკების სილამაზეს, ისტორიას და მეცნიერებას, ველური სივრცისა და ველური ბუნების მიღმა.

 ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ ქმრის ახალი წამოწყების შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამის საშუალებით გააზიარა. „წლების განმავლობაში მე და ბარაკი ვცდილობდით ჩვენი გოგოებისთვის, დედამიწის ბუნებრივი საოცრებები გვეჩვენებინა. ამჯერად ბარაკს სურს, რომ მას თქვენც შეუერთდეთ, ერთად გავიგოთ მსოფლიოდ უდიდესი ეროვნული პარკების შესახებ მეტი“ - დაწერა მიშელმა Instagram პოსტში.

„არ აქვს მნიშვნელობა, ეროვნულ პარკს სტუმრობთ თუ სეირნობთ თქვენს სამეზობლოში, იქ ძალიან ბევრი რამ არის შესასწავლი. ვიმედოვნებთ, რომ შოუ შთაგაგონებთ, რომ იმოგზაუროთ. თუ ასე მოიქცევით, აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა #WildForAll - გამოწვევა WildForAll.org-ში. მოუთმენლად ველოდები თქვენი ისტორიების მოსმენას!“, - დასძინა მიშელმა.

Wild for All Challenge მოუწოდებს ადამიანებს მეტი დრო გაატარონ გარეთ, მიიღონ სუფთა ენერგია და პრიორიტეტულად მიიჩნიონ ბუნება.

მისი პრეზიდენტობის დროს ბარაკმა, შესთავაზა კლიმატის სამოქმედო გეგმა ნახშირორჟანგის ემისიების შესამცირებლად, ტყეების შენარჩუნების, ალტერნატიული საწვავის გამოყენების წახალისებისა და კლიმატის ცვლილების შესწავლის გაზრდის მიზნით. მისი ხელმძღვანელობით, შეერთებულმა შტატებმა უფრო მეტი გააკეთა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, ვიდრე აქამდე და მას შემდეგ. 

ზევით