#კინო

ჩაუჯექით! Netflix-ის სერიალი Snowpiercer აუცილებლად უნდა ნახოთ!

გაზიარება:

პანდემიის პირობებში Netflix-ის კინოთეკა ზეპირად გექნებათ ნასწავლი, თუმცა თუ ეს სერიალი ჯერ კიდევ არ გინახავთ, შეგიძლიათ თავისუფალი დრო და სასუსნავი მოიმარაგოთ და Snowpiercer-ს ჩაუჯდეთ! ჯოშ ფრეიდმანის სერიალში მოქმედება მეორე გამყინვარებიდან 7 წლის შემდეგ ვითარდება.

snowpiercer, netflix, სერიალი, თივლისმჭრელი, სეზონი

ყინვას გადარჩენილი დედამიწელები ახალ სამყაროს 1001 ვაგონისგან შემდგარ თოვლის მჭრელში ქმნიან, რომელიც გამუდმებით მოძრაობს, გაჩერების შემთხვევაში კი გაიყინება. მატარებელი კლასებადაა დაყოფილი, პირველ კლასსა და კუდს შორის კი რადიკალურად დიდი სხვაობაა.

სერიალის სახელი შესაძლოა საეჭვოდ გეცნოთ. ეს იმიტომ, რომ ამავე სახელწოდების ფილმი ეკრანებზე ჯერ კიდევ 2013 წელს გამოვიდა, ხოლო ამავე სიუჟეტის გრაფიკული ნოველები ჯერ კიდევ 1982 წლიდან არსებობს.

ფილმი, Snowpiercer, 2013
ფილმი სახელწოდებით Snowpiercer 2013 წელს გამოვიდა

ფილმი გამყინვარებიდან 15 წლის შემდგომ ისტორიას მოგვითხრობს, სერიალში კი დიდი გამყინვარების ჯერ მხოლოდ 7 წელია გასული. კლასობრივი ომის, სოციალური უთანასწორობისა და გადარჩენისთვის ბრძოლის პირობებში კაცობრიობის ბედ-იღბალი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

snowpiercer, სერიალი, თოვლისმჭრელი, netflix

Netflix-ის სერიალში მთავარ როლებს ჯენიფერ კონელი, დევიდ დიგსი, შონ ბინი და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ. გირჩევთ სერიალის შემდეგ 2013 წლის ფილმსაც უყუროთ, ხოლო თუ კიდევ უფრო მეტად ჩაღრმავებას გადაწყვეტთ, ინტერნეტში ფრანგული გრაფიკული ნოველა Le Transperceneige უნდა მოიძიოთ. 

ზევით