#კინო

„ოსკარი“ 2022-ის ნომინანტები დასახელდნენ

გაზიარება:

ამერიკის კინოაკადემიამ 2022 წლის „ოსკარის“ ნომინანტების სრული სია დაპირებისამებრ, გასულ ღამეს გამოაქვეყნა და ჩვენს შესაძლებლობა მოგვეცა წლის მთავარი ტრიუმფატორი ფილმებისთვის შეგვევლო თვალი და დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენმა რჩეულმა სურათებმა ის დაფასება ნამდვილად მიიღეს, რომელსაც იმსახურებდნენ.

ჯეინ კემპიონის The Power of the Dog 12 ნომინაციით, 2022 წლის „ოსკარის“ლიდერი გახლავთ, მას მოჰყვება დენი ვილნევის სამეცნიერო ფანტასტიკა Dune 10 ნომინაციით, 7-7 ნომინაციას კი მათ შემდეგ Belfast და West Side Story ინაწილებენ.

პანდემიამ კინოინდუსტრიაში არა ერთი ცვლილება გამოიწვია, მიუხედავად ამისა, გასულ წელს დიდ ეკრანებზე მრავალფეროვანი, შთამაგონებელი თუ პროვოკაციული ისტორიების ნაკლებობა არ განგვიცდია. 27 მარტს, ამ ფილმებიდან აღიარებას რიგით 94-ე დაჯილდოებაზე აღიარებას სულ რამდენიმე მათგანი მოიპოვებს ჩვენ კი ამ დღეს მოუთმენლად დაველოდებით.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია 27 მარტს გაიმართება, მანამ კი წარმოგიდგენთ „ოსკარის“ რიგით 94-ე დაჯილდოების ძირითადი კატეგორიის ნომინანტთა სიას:

ნომინაციების რაოდენობით ლიდერობენ:

The Power of the Dog - 12 ნომინაცია
Dune - 10 ნომინაცია
Belfast - 7 ნომინაცია
West Side Story - 7 ნომინაცია
King Richard - 6 ნომინაცია
Don't Look Up - 4 ნომინაცია
Nightmare Alley - 4 ნომინაცია
Drive My Car - 4 ნომინაცია

წლის საუკეთესო ფილმი:

Belfast
CODA
Don’t Look Up
Drive My Car
Dune
King Richard
Licorice Pizza
Nightmare Alley
The Power of the Dog
West Side Story

წლის საუკეთესო რეჟისორი:

პოლ თომას ანდერსონი (Licorice Pizza)
კენეთ ბრანა (Belfast)
ჯეინ ჩემპიონი (The Power of the Dog)
რიუსუკე ჰამაგუჩი (Drive My Car)
სტივენ სპილბერგი (West Side Story)

წლის საუკეთესო მსახიობი ქალი:

ჯესიკა ჩესტეინი (The Eyes of Tammy Faye)
ოლივია ქოულმანი (The Lost Daughter)
პენელოპე კრუსი (Parallel Mothers)
ნიკოლ კიდმანი (Being the Ricardos)
კრისტენ სტიუარტი (Spencer)

წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

ხავიერ ბარდემი (Being the Ricardos)
ბენედიქტ ქამბერბეჩი (The Power of the Dog)
ენდრიუ გარფილდი (Tick, Tick … Boom!)
უილ სმიტი (King Richard)
დენზელ უაშინგტონი (The Tragedy of Macbeth)

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი:

ჯესი ბაკლი (The Lost Daughter)
არიანა დებოუსი (West Side Story)
ჯუდი დენჩი (Belfast)
კრისტენ დანსტი (The Power of the Dog)
ანჟანუ ელისი (King Richard)

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი:

კირიან ჰაინდსი (Belfast)
ტროი კაცორი (CODA)
ჯესი პლემონსი (The Power of the Dog)
ჯეი ქეი სიმონსი (Being the Ricardos)
კოდი სმიტ-მაქაბი (The Power of the Dog)

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი:

Drive My Car (იაპონია)
Flee (დანია)
The Hand of God (იტალია)
Lunana: A Yak in the Classroom (ბუტანი)
The Worst Person in the World (ნორვეგია)

საუკეთესო ანიმაციური ფილმი:

Encanto
Flee
Luca
The Mitchells vs. the Machines
Raya and the Last Dragon

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:

Ascension 
Attica 
Flee 
Summer of Soul
Writing With Fire

საუკეთესო კოსტიუმის დიზაინი:

Cruella (Jenny Beavan)
Cyrano (Massimo Cantini Parrini and Jacqueline Durran)
Dune (Jacqueline West and Robert Morgan)
Nightmare Alley (Luis Sequeira)
West Side Story (Paul Tazewell)

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის:

Don’t Look Up (Nicholas Britell)
Dune (Hans Zimmer)
Encanto (Germaine Franco)
Parallel Mothers (Alberto Iglesias)
The Power of the Dog (Jonny Greenwood)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი:

CODA (screenplay by Siân Heder)
Drive My Car (screenplay by Ryusuke Hamaguchi, Takamasa
Oe)
Dune (screenplay by Jon Spaihts and Denis Villeneuve
and Eric Roth)
The Lost Daughter (written by Maggie Gyllenhaal)
The Power of the Dog (written by Jane Campion)

საუკეთესო ორიგინალური სცენარი:

Belfast (written by Kenneth Branagh)
Don’t Look Up (screenplay by Adam McKay; story by Adam McKay & David Sirota)
King Richard (written by Zach Baylin)
Licorice Pizza (written by Paul Thomas Anderson)
The Worst Person in the World (written by Eskil Vogt, Joachim Trier)

ზევით