#კულტურა #კინო

„ოსკარი“ 2021: ნომინანტები, რეკორდსმენები და The Diary-ს ფავორიტები

გაზიარება:

ამერიკის კინოაკადემიამ 2021 წლის „ოსკარის“ ნომინანტების სრული სია გამოაქვეყნა და იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის პირობებში, დაჯილდოების ცერემონია მთელი ორი თვით გადავადდა, ერთი სული გვქონდა თვალი შეგვევლო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის დეტალებისთვის.

„ოქროს გლობუსის“ ისტორიული ნომინანთა სიის ხილვის შემდეგ, სადაც წლის საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთვის ერთდროულად სამი ქალი იბრძოდა, გამარჯვება კი სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა, ქლოი ჟაომ მოიპოვა და ამრიგად აკადემიის არსებობის 77-წლიანი განმავლობაში მეორე ქალი გახდა, რომელმაც საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვა - „ოსკარის“ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იყო მიმართული.

ყველანი მოუთმენლად ველოდით, ამერიკის კინოაკადემიის მრავალფეროვნების პრინციპის გაზრდას და მრავალფეროვნების წარმოჩინებას, როგორც ეს „ოქროს გლობუსმა“ მოახერხა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინები ნაწილობრივ გამართლდა.

რასაკვირველია, მთელი ყურადღება საუკეთესო რეჟისორის კატეგორიისკენ მივმართეთ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანთა ერთგვარ გადამღერებასაც კი ველოდით, თუმცა 3-ის ნაცვლად ამ ნომინაციაში მხოლოდ 2  ქალი - ქლოი ჟაო და ემერალდ ფენელია წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში „ოსკარის“ 92-წლიან ისტორიაში, მხოლოდ 4 ქალი იყო ნომინირებული, მართალია, მათი რაოდენობა საგრძნობლად არ გაზრდილა, თუმცა ერთდროულად ორი ქალის წარდგენა, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ქალ ნომინანტებზე საუბრისას აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიაზე 76 კატეგორიაში, 70 ქალია ნომინირებული, როგორც ამერიკის აკადემია აცხადებს, ეს „ოსკარის“ რეკორდული მაჩვენებელია.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია 25 აპრილს გაიმართება, მანამ კი წარმოგიდგენთ „ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ძირითადი კატეგორიის ნომინანტთა სიას და ჩვენს ფავორიტებს:

წლის საუკეთესო ფილმი:

ფლორიან ზელერის -„მამა“

დევიდ ფინჩერის – „მანკი“ - The Diary-ს რჩეული

შაკი კინგის – „იუდა და შავკანიანი მესია“

ქლო ჟაოს – „მომთაბარეთა მიწა“

ლი ისააკ ჩანგი – „მინარი

ემერალდ ფენელის კინოსურათი „იმედისმომცემი ქალი“

დარიუს მარდერის – „მეტალის ხმა“

აარონ სორკინის – „ჩიგაკოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“

წლის საუკეთესო რეჟისორი:

თომას ვინტერბერგი, „კიდევ ერთი ჭიქა“ (Another Round)

დევიდ ფინჩერი, „მანკი“ (Mank)

ლი ისააკ ჩანგი, „მინარი“ (Minari)

ქლო ჟაო, “მომთაბარეთა მიწა” (Nomadland) - The Diary-ს რჩეული



ემერალდ ფენელი, „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“ (Promising Young Woman)

წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

სერ ენტონი ჰოპკინსი, – ფილმი „მამა“

რიზ აჰმედი – „მეტალის ხმა“

გარი ოლდმენი „მანკი“

სტივენ იანი – „მინარი

ჩედვიკ ბოუსმენი – „მა რეინი: ბლუზის დედა“ - The Diary-ს რჩეული

წლის საუკეთესო მსახიობი ქალი:

კერი მალიგანი – „იმედისმომცემი ქალი“

ვანესა კირბი – „ქალის ფრაგმენტები“ - The Diary-ს რჩეული

ფრენსის მაკდორმანდი – „ნომადლენდი

ანდრა დეი – „აშშ-ი ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“

ვიოლა დეივისი – „მა რეინი: ბლუზის დედა“

წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმი:

Another Round (დანია) - The Diary-ს რჩეული

Better Days (ჰონგ-კონგი)

Collective (რუმინეთი)

The Man Who Sold His Skin (ტინისი)

Quo Vadis, Aida? (ბოსნია და ჰერცოგოვინა)

წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმი:

Onward

Over the Moon

Shaun the Sheep Movie: Farmageddon

Soul - The Diary-ს რჩეული

Wolfwalkers

ზევით