#კინო

ოსკარი 2022: გამარჯვებულები და საღამოს ტრიუმფატორები

გაზიარება:

„სიყვარული სიგიჟეების კეთებას გაიძულებს“ - განაცხადა უილ სმიტმა, 20-წლიან სამსახიობო კარიერაში პირველი ოსკარის მიღების შემდეგ და ეს სიტყვები აკადემიის პრიზების დაჯილდოების ცერემონიაზეც დაამტკიცა, როდესაც სრულიად მოულოდნელად წამყვან კრის როკს მეუღლის ხუმრობისთვის სილა მილიონობით მაყურებლის წინაშე გააწნა.

დიახ, 2022 წლის „ოსკარების“ რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონია სიურპრიზებით გახლდათ აღსავსე. სოციალური მედია ახლაც შეძრწუნებულია უილ სმიტისა და კრის როკის ინციდენტით და ცდილობს გაიგოს ის, რაც სცენაზე მოხდა დადგმული იყო თუ სმიტმა ოჯახის დასაცავად ეს იმპულსური ნაბიჯი ნამდვილად გადადგა? ფაქტი ისაა, რომ ეს მომენტი 2022 წლის „ოსკარების“ ჰაილაითებში ავტომატურად ჩაიწერა და მცირედით გამარჯვებულების ვინაობაც კი გადაფარა.

2022 წლის ცერემონია დაბრუნება იყო რეალურ სამყაროში, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული ონლაინ ფორმატის შემდეგ, როგორც იქნა შესაძლებლობა მოგვეცა რეალური „ოსკარებისთვის“ მიგვედევნებინა თვალი, იმის მიახლოებულ ვერსიასთან მაინც, რომელიც ასე ნაცნობი და პატივსაცემია ჩვენთვის.

საღამოს ტრიუმფატორი ფილმი CODA გახდა, ფილმი აკადემიის პრიზებზე სულ სამი ნომინაციით გამოცხადდა და უკან სამივე მათგანში გამარჯვებული დაბრუნდა და დაჯილდოების ისტორიაში მცირედი ცვლილებებიც შეიტანა. გარდა იმისა, რომ CODA-მ „ოსკარების“ ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში: საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა, ტროი კაცურმა აკადემიის პრიზების ისტორიაში ახალი თავი ჩაწერა. CODA-ს მსახიობი გახდა პირველი სმენადაქვეითებული ადამიანი, რომელმაც მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მამაკაცის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ტროი კაცურისთვის ჯილდოს გადაცემა, უდავოდ, იყო ის ემოციური მომენტი, რომლისთვისაც მთელი 2022 წლის ცერემონია ღირდა.

გასული საღამო ტრიუმფალური აღმოჩნდა ჯესიკა ჩესტეინისთვისაც, მსახიობმა The Eyes of Tammy Faye-ში შესრულებული როლისთვის, წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა და კარიერაში პირველი ოსკარიც მოიპოვა. მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი კი West Side Story-ს ვარსკვლავი არიანა დებოუსი გახდა.

„ოსკარების“ საუკუნოვან ისტორიაში, ჯეინ ჩემპიონი გახდა მესამე ქალი, რომელმაც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა. გასულ წელს ამ ნომინაციაში გამარჯვებულად ქლოი ჟიაო მოგვევლინა. გაიგეთ მეტი „ოსკარის“ რიგით 94-ე დაჯილდოების ძირითადი კატეგორიის გამარჯვებულთა შესახებ:

წლის საუკეთესო ფილმი:

Belfast
CODA - გამარჯვებული
Don’t Look Up
Drive My Car
Dune
King Richard
Licorice Pizza
Nightmare Alley
The Power of the Dog
West Side Story

წლის საუკეთესო რეჟისორი:

პოლ თომას ანდერსონი (Licorice Pizza)
კენეთ ბრანა (Belfast)
ჯეინ ჩემპიონი (The Power of the Dog) - გამარჯვებული
რიუსუკე ჰამაგუჩი (Drive My Car)
სტივენ სპილბერგი (West Side Story)

წლის საუკეთესო მსახიობი ქალი:

ჯესიკა ჩესტეინი (The Eyes of Tammy Faye) - გამარჯვებული
ოლივია ქოულმანი (The Lost Daughter)
პენელოპე კრუსი (Parallel Mothers)
ნიკოლ კიდმანი (Being the Ricardos)
კრისტენ სტიუარტი (Spencer)

წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

ხავიერ ბარდემი (Being the Ricardos)
ბენედიქტ ქამბერბეჩი (The Power of the Dog)
ენდრიუ გარფილდი (Tick, Tick … Boom!)
უილ სმიტი (King Richard) - გამარჯვებული
დენზელ უაშინგტონი (The Tragedy of Macbeth)

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი:

ჯესი ბაკლი (The Lost Daughter)
არიანა დებოუსი (West Side Story) - გამარჯვებული
ჯუდი დენჩი (Belfast)
კრისტენ დანსტი (The Power of the Dog)
ანჟანუ ელისი (King Richard)

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი:

კირიან ჰაინდსი (Belfast)
ტროი კაცორი (CODA) - გამარჯვებული
ჯესი პლემონსი (The Power of the Dog)
ჯეი ქეი სიმონსი (Being the Ricardos)
კოდი სმიტ-მაქაბი (The Power of the Dog)

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი:

Drive My Car (იაპონია) - გამარჯვებული
Flee (დანია)
The Hand of God (იტალია)
Lunana: A Yak in the Classroom (ბუტანი)
The Worst Person in the World (ნორვეგია)

საუკეთესო ანიმაციური ფილმი:

Encanto - გამარჯვებული
Flee
Luca
The Mitchells vs. the Machines
Raya and the Last Dragon

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:

Ascension 
Attica 
Flee 
Summer of Soul - გამარჯვებული
Writing With Fire

საუკეთესო კოსტიუმის დიზაინი:

Cruella (Jenny Beavan) - გამარჯვებული
Cyrano (Massimo Cantini Parrini and Jacqueline Durran)
Dune (Jacqueline West and Robert Morgan)
Nightmare Alley (Luis Sequeira)
West Side Story (Paul Tazewell)

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის:

Don’t Look Up (Nicholas Britell)
Dune (Hans Zimmer) - გამარჯვებული
Encanto (Germaine Franco)
Parallel Mothers (Alberto Iglesias)
The Power of the Dog (Jonny Greenwood)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი:

CODA (screenplay by Siân Heder) - გამარჯვებული
Drive My Car (screenplay by Ryusuke Hamaguchi, Takamasa Oe)
Dune (screenplay by Jon Spaihts and Denis Villeneuve and Eric Roth)
The Lost Daughter (written by Maggie Gyllenhaal)
The Power of the Dog (written by Jane Campion)

საუკეთესო ორიგინალური სცენარი:

Belfast (written by Kenneth Branagh) - გამარჯვებული
Don’t Look Up (screenplay by Adam McKay; story by Adam McKay & David Sirota)
King Richard (written by Zach Baylin)
Licorice Pizza (written by Paul Thomas Anderson)
The Worst Person in the World (written by Eskil Vogt, Joachim Trier)

ზევით