#კულტურა

პაბლო პიკასოს ნახატთა კოლექცია აუქციონზე გაიყიდება

გაზიარება:

გასული საუკუნის გენიალური მხატვრის პაბლო პიკასოს თერთმეტი ნამუშევარი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ლას-ვეგასის რესტორანს ამშვენებდა, 2021 წლის ოქტომბერში აუქციონზე გააქვთ. აუქციონი, ლეგენდარული მხატვრის 140 წლის იუბილემდე 2 დღით ადრე გაიმართება, სწორედ ამიტომ მის მიმართ მთელი მსოფლიოს ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება იქნება მიპყრობილი.

კოლექციის საწყისი, რომელიც პაბლო პიკასოს ნახატებსა და ერთ კერამიკულ ნამუშევარს მოიცავს Sotheby-ს აუქციონის სახლის მტკიცებით 104 მილიონი დოლარი იქნება.

ეს პიკასოს ნამუშევრების ენციკლოპედიაა, ის 1917 წლიდან 1969 წლამდე ნამუშევრებს მოიცავს - მხატვრის მთელ კარიერას - განაცხადა ბრუკ ლამპლიმ.

კოლექციის ნაწილი გახლავთ, პიკასოს ცნობილი ნამუშევარი Femme au béret rouge-orange - ახალგაზრდა ფრანგი მოდელის, მარი-ტერეზა უოლტერის პორტრეტი, რომელსაც მხატვარი მთელი ათწლეულის განმავლობაში ხვდებოდა. კოლექცია აგრეთვე მოიცავს პიკასოს გვიანდელ ნამუშევარს Buste d'homme-ს, რომელიც მხატვარმა 1969 წელს შექმნა და რომელიც 20 წლის განმავლობაში ლას-ვეგასის რესტორნის კედელს ამშვენებდა.

ზევით