5 და 6 ნოემბერს პანტომიმის თეატრი სპექტაკლ „ნატვრის ხეზე“ გვეპატიჟება

გაზიარება:

დღეს და ხვალ, 5 და 6 ნოემბერს, პანტომიმის სახელმწიფო თეატრი დიდ გაერთიანებას - სპექტაკლ ნატვრის ხეს გვთავაზობს. პანტომიმის თეატრისა და რომა რცხილაძის კოლაბორაციით, ნატვრის ხე პირველად 2018 წელს დაიდგა, ამ სპექტაკლში ერთიანდება განსხვავებული ადამიანების ოცნებები და ნატვრები. გრძნობები გამოხატულია ქართული პანტომიმის უნიკალური მოძრაობებით მესამე განზომილებაში. ცოცხალი ადამიანებისგან შექმნილი ნატვრის ხის ფონზე რომა რცხილაძე ყველასთვის საყვარელ სიმღერას "ნატვრის ხე" -ს შეასრულებს

ყველა ადამიანს განსხვავებული ოცნებები და ნატვრები აქვს, სპექტაკლი კი გვაჩვენებს განსხვავებული ადამიანების ხედვას და მათ წარმოსახვას მესამე განზომილებაში

პანტომიმის სახელმწიფო თეატრს ჩვენი საყვარელი სპექტაკლის გარდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე აქვს მომზადებული, თეატრი ადგილმდებარეობას იცვლის და სულ მალე ლისზე, მულტიფუნქციური სივრცით გვიმასპინძლებს. პანტომიმის თეატრი დიდი განახლებისთვის 10 წელი ემზადებოდა და ცვლილებების დროც დადგა, თბილისის მერიის დახმარებით შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრი საქართველოში კულტურული განვითარების მოვლენებში უდიდეს წვლილს შეიტანს.

თეატრის ახალი შენობა მაქსიმალურად იქნება მორგებული თანამედროვე ხელოვნების გამოწვევებს, სწავლებისა და ცოდნის მიღების პრინციპებს, გარდა შიდა სივრცისა, ახალი შენობის ტერიტორიაზე ამფითეატრის მოეწყობა, რაც დაგვეთანხმებით, ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენაა.

ზევით