ფილმი, რომელიც კარანტინში შეიქმნა - MALCOLM & MARIE-ის პრემიერა 5 თებერვალს შედგება

malcolm and marie cover

წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა კარანტინის დროს შექმნილი ფილმი? ან, არ წამოიდგინოთ და პირდაპირ Malcolm & Marie-ის გამოსვლას დაელოდეთ. ინდი ნამუშევარი, რომელშიც მხოლოდ 24 წლის ზენდაია და 36 წლის ჯონ დევიდ უოშინგტონი თამაშობენ, მთლიანად პანდემიის დროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების გათვალისწინებით შეიქმნა.

malcolm and marie shoot

გადაღებები 2019 წლის ივნისში, კალიფორნიაში, ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობაში მიმდინარეობდა.

ფილმის სრული შემადგენლობა Covid 19-ზე გაიტესტა და გადაღებების დაწყებამდე 2 კვირიანი კარანტინიც გაიარა.

malcolm shoot

რაც შეეხება Malcolm & Marie-ის შიგთავსს, ისტორია ახალგაზრდა ფილმმეიკერისა და მისი შეყვარებულის გარშემო ვითარდება. ისინი სახლში ფილმის პრემიერის შემდეგ სახლში ბრუნდებიან და კრიტიკოსების შეფასებას ელოდებიან, თუმცა საღამო განსხვავებული მიმართულებით ვითარდება და წყვილის ურთიერთობაში ბზარი ჩნდება.

zendaya

Netflix-მა ნამუშევარი ტორონტოს საერთაშორისო კინო ფესტივალზე 30 მილიონ დოლარად შეიძინა და ისეთ დაინტერესებულ კონკურენტებს წაართვა ხელიდან, როგორებიცაა HBO და Amazon. Malcolm & Marie-ის პრემიერა 5 თებერვალს Netflix-ზე შედგება, მანამდე კი შეგიძლიათ trailer-ით ისიამოვნოთ.

 

ზევით