#მუსიკა

Pink Floyd-მა უკრაინის მხადასაჭერი სიმღერა ჩაწერა #HeyHeyRiseUp

გაზიარება:

ხანგრძლივი 28 წლის შემდეგ, ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა Pink Floyd-მა, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ახალი სიმღერა სახელწოდებით Hey, Hey, Rise Up! გამოუშვა. სიმღერაში Boombox-ის წევრის უკრაინელი მომღერლის ანდრეი ხლიუვნიკის ხმა ისმის, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ხელში იარაღი აიღო და ქვეყნის დასაცავად იბრძვის.

სიმღერა, რომელსაც ანდრეი ხლიუვნიკი ასრულებს და რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელობა შეიძინა პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწერა, როგორც პროტესტის ყველაზე ხმამაღალი და ძლევამოსილი ფორმა. ანდრეის შესრულება გახდა დიდებული Pink Floyd-სთვის შთაგონების წყარო.

Pink Floyd-ის გიტარისტის დევიდ გილმორის განცხადებით, Hey, Hey, Rise Up!-დან მიღებული შემოსავალი მთლიანად გადაირიცხება უკრაინელების დასახმარებელ ფონდში. დევიდისვე განცხადებით, ახალი სიმღერა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ საზოგადოების ყურადღების ამაღლებას და მათ დახმარებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ, ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, ვგრძნობთ იმედგაცრუებას დამოუკიდებელ, მშვიდობიან, დემოკრატიულ ქვეყანაში შეჭრისა და მისი ხალხის მკვლელობის გამო" დევიდ გილმორი 

ტრეკის გარეკანზე გამოსახულია უკრაინის ეროვნული ყვავილი, მზესუმზირა, შესრულებული კუბელი მხატვრის იოსან ლეონის მიერ. სინგლის გარეკანზე ასევე გამოსახულია ქალი, რომელიც მზესუმზირას თესლებს ურიგებდა რუს ჯარისკაცებს, რათა მათი გარდაცვალების ადგილას მზესუმზირები ამოსულიყო,

ზევით