Tell me your Secrets - Pime Video-ს ახალი თრილერი 18 თებერვალს გამოვა

გაზიარება:

თუ ეკრანის წინ თვალებმოჭუტული ჯდომა და ადრენალინის მოზღვავების გამოცდა გიყვართ, თქვენთვის საინტერესო სიახლე გვაქვს. Prime Video-მ ახალი, თრილერის ჟანრის ტელესერიალის თრეილერი გამოუშვა, რომელიც სამი საიდუმლოებებით მოცული ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს. Tell me your Secrets დღის სინათლეს 18 თებერვალს იხილავს. 

ლილი რეიიბი სერიალის გადასაღებ მოედანზე

სერიალში მთავარ როლებს American Horror Story-ის ვარსკვლავი - ლილი რეიბი და The Leftovers-ის მსახიობი - ემი ბრენემანი ასრულებენ. სერიალის სიუჟეტი სამი თავგზააბნეული ადამიანის გარშემო ვითარდება, რომელთა ცხოვრებაც სავსეა წარსულის საიდუმლოებებით. ემა (ლილი რეიბი) ახალგაზრდა ქალია, რომელმაც წარსულში სერიული მკვლელის მკვლელის თვალებში ჩაიხედა. ჯონი (ჰემიშ ლინკლეტერი) ყოფილი მოძლადეა, რომელიც ცოდვების გამოსყიდვას სასოწარკვეთით ცდილობს. რაც შეეხება მერის (ემი ბრენემანი), ის მგლოვიარე დედაა, რომელიც დაკარგული ქალიშვილის პოვნას ცდილობს. 

tehh me your secrets სერიალი
სერიალი Tell me your Secrets-ის ქასთი

სერიალის თრეილერის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა ჩნდება:

ვერ გაიგებ სიმართლეს მანამ, სანამ არ გეცოდინება საიდუმლო.

სერიალის შესახებ მხოლოდ მოკლე აღწერაა ცნობილი. ინტერნეტში კი გადასაღები მოედნიდან რამდენიმე ოფიციალური ფოტო მოიპოვება. თრეილერის ნახვა ჯერჯერობით IMDB-ზე და Prime Video-ს ოფიციალურ ვებ გვერდზეა შესაძლებელი. თავად ლელე სერიალი Amazon-ის ვიდეო სტრიმინგის პლატფორმაზე 18 თებერვალს დაიდება. 

ზევით