#ცნობილები #კინო

რა ხდება GREY'S ANATOMY-ში? ეიპრილი და ჯექსონი ისევ ერთად არიან?

გაზიარება:

შონდა რაიმსის სატელევიზიო დრამა ყველა დროის რეკორდს ხსნის. სამედიცინო სერიალი, რომელსაც მაყურებელი თვალს უკვე 17 სეზონია ადევნებს, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. Grey's Anatomy-ის თაყვანისმცემლებისთვის კი მერიდიტ გრეის გადარჩენა-არ გადარჩენის საკითხი ნამდვილ თავსატეხად იქცა.

ყურადღება! SPOILER!!!

გრეის ანატომია, მეჩვიდმეტე სეზონი

სერიალის მე-17-ე სეზონი მთლიანად COVID 19-ის თემას მოიცავს, შესაბამისად, რეალური ცხოვრების პარალელურად, ნერვიულობა გრეის, მისი კოლეგების და სერიალის სხვა გმირების ჯანმრთელობაზე გვიწევს. გარდა ამისა, მსახიობები მცირე sneak peak-ებს სოციალური ქსელების საშუალებით გვიზიარებენ და მომდევნო სერიების მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდიან. რამდენიმე დღის წინ ეიპრილ კეპნერის როლის შემსრულებელმა, სარა დრიუმ  საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ჯესი უილიამსთან ერთად გადაღებული ვიდეო ატვირთა. მოგეხსენებათ, რომ სარა დრიუსა და ჯესის გმირები ეკრანზე ყოფილი მეუღლეების როლებს ასახიერებენ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Sarah Drew (@thesarahdrew)

სარამ ვიდეოს ჰეშთეგი #japril გაუკეთა და ისიც აღნიშნა, რომ ვიდეო გადასაღებ მოედანზეა ჩაწერილი. საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ვიდეო ჯესი უილიამსმაც გამოაქვეყნა. მსახიობი მანქანაში ვიდეო გადაღებისას ჯდება, კადრში კი მანქანის უკანა სავარძელზე სარა დრიუს ხედავს და გაოგნებულ სახეს იღებს.

მოგეხსენებათ, რომ სარა დრიუმ სერიალი გასული სეზონის ბოლოს დატოვა, მისი გადასაღებ მოედანზე გამოჩენა კი იმას ნიშნავს, რომ ჟღალთმიან კეპნერსა და მის ნამდვილ სიყვარულს სერიალში კიდევ ერთხელ ვიხილავთ.

ზევით