#კინო

რაიან მერფი ტრუმენ კაპოტესა და მისი „გედების“ ისტორიაზე გვიამბობს

გაზიარება:

1950-იან 60-იან წლებში, კარიერულ მწვერვალზე მყოფი ამერიკელი რომანისტი ტრუმენ კაპოტე, ცნობილი იყო თავისი მომხიბვლელი ქალი მეგობრების ჯგუფით, რომლებიც იმ დროინდელი ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების ყველაზე ლამაზ ქალ წევრებად ითვლებოდნენ.

ტრუმენ კაპოტე,

მწერლის ახლო მეგობართა წრეში შედიოდნენ ბეიბი პეილი, CBS მაგნატის უილიამ ს. პეილის ცოლი; ლუსი დუგლასი - ამერიკელი მსახიობი და ცნობილი გამოცემების გარეკანის გოგონა, ცნობილი სასცენო სახელით - C.Z. Guest; ლი რაძივილი, ჯეკი კენედის უმცროსი და, რომელიც დაქორწინებული იყო ევროპელ პრინცზე; სლიმ კიტი, მოგვიანებით ლედი კიტი, კალიფორნიელი ნამდვილი IT გოგონა და მრავალი სხვა. ისინი ყველგან თან ახლდნენ ტრუმენ კაპოტეს, წვეულებებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე, ტურნეებსა თუ მოგზაურობებში, ქალები, რომლებსაც „გედები“ ეწოდათ რომანისტის მთავარ მხარდაჭერებად მოიაზრებდნენ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, კაპოტემ საბედისწერო შეცდომა მაინც დაუშვა, 1960-იან წლებში, როდესაც მწერლის ცხოვრებაში შემოქმედებითი კრიზისი დადგა, მან თავისი გლამურული მეგობრების საიდუმლო ცხოვრებაში დაიწყო შთაგონების ძიება, „უპასუხო ლოცვების“ გამოქვეყნებას სწრაფი და სასტიკი პასუხი მოჰყვა - სრული სოციალური იზოლაცია.

ტრუმენ კაპოტეს სოციალური პეპლიდან - სოციალურად გარიყულ მწერლად ქცევის ისტორია იქნება რაიან მერფის Feud ახალი სერიის Feud: Capote's Swans-ის სამიზნე. ნაომი უოტსი იყო პირველი მსახიობი, რომელიც პროექტზე კაპოტეს უახლოესი მეგობრის ბეიბი პეილის როლზე მიიწვიეს, ქალის, რომლის დაკარგვაც მწერალს ყვეალზე მეტად სტკენდა გულს. ტრუმენის ღალატიდან რამდენიმე წელიწადში ბეიბი სიმსივნით გარდაიცვალა.

ტრუმენის სხვა „გედებს“, რაიან მერფის სერიალში, კალისტა ფლოკჰარტი (ლი რაძივილის როლში), ქლოი სევინი (C.Z. Guest-ის როლში) და დაიან ლევინი (სლიმ კიტის როლში) განასახიერებენ. ბრიტანელი მსახიობი ტომ ჰოლანდერი კი თავად რომანისტის ტრუმენ კაპოტეს როლში მოგვევლინება.

ზევით