#კინო

რას ვუყუროთ აპრილში? - თვის 10 მნიშვნელოვანი პრემიერა

გაზიარება:

შესაძლოა ვინმეს ეფიქრა, რომ კინოაკადემიის დაჯილდოების მოახლოებული თარიღის გამო სატელევიზიო სივრცე ტემპს შეაჩერებდა, თუმცა ნურას უკაცრავად. გარდა იმისა, რომ აპრილის თვეში, ისეთი სერიალი ბრუნდება ეკრანებზე, როგორიც  „მხევლის წიგნია“, წინ მაგიური თავგადასაცალიც გველის და ცნობილი სატელევიზიო არხები ახალთახალ სერიალებს წარმოგვიდგენენ.

არ აქვს მნიშვნელობა ფანტასტიკის მოყვარული ბრძანდებით თუ დეტექტიურ ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას, თქვენთვის მოსაწონ სერიალს აპრილში აუცილებლად შეარჩევთ.

Made for Love - 1-ელი აპრილი

თვე საპირველაპრილო ხუმრობის მსგავსი სერიალით დაიწყო, გასულ ღამეს ალისა ნუტინგის ნოველი მიხედვით გადაღებული სერიალის Made for Love-ის პრემიერა გაიმართა HBO-ს ეთერში. სიუჟეტი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ქმრისგან თავის დაღწევას ცდილობს, თუმცა სიტუაციას მათ თავში იმპლანტირებული ჩიპი ართულებს, რომელიც წყვილის ბედნიერი თანაცხოვრების საწინდარი უნდა გამხდარიყო.

Gangs of London - 4 აპრილი

თუ კი ლონდონის კრიმინალურ სამყაროში მოხვედრა გსურთ, მაშინ, გირჩევთ, რეჟისორ გარეტ ევანსის ახალ ეკრანიზაციას შეავლოთ თვალი. ისეთი სამსახიობო გუნდი, რომელთა შემადგენლობაშიც: ჯო კოული, სოუპ დირისუ, ქოლმ მეანი, მიშელ ფეირლი და სხვები არიან, თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ AMC სერიალს მეორე სეზონი უკვე დაუმტკიცა.

Chad - 6 აპრილი

მოსამზადებელი პროცესი ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა TBS სადებიუტო კომედიურ სერიალს როგროც იქნა წარადგენს. ნასიმ პერდადი სკოლის მოსწავლე ბიჭის როლს ირგებს, რომელსაც სურს სკოლის ყველაზე გავლენიან ბავშვებთან დამეგობრება, თუმცა დედასთან ჩახლართული ურთიერთობა ამ პროცესს ხელს უშლის.

Them - 9 აპრილი

საშინელებათა ჟანრის ახალი სერიალი ფერადკანიანი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ უბრანში გადადის საცხოვრებლად. გასული საუკუნის 50-იანი წლების ამერიკაში საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად ფერადკანიანი ოჯახის სამეზობლოში მისაღებად, თუმცა ბოროტი მეზობლების გარდა საშიშროება ახალ სახლშიც იმალება.

The Nevers - 11 აპრილი

მე-19 საუკუნის ლონდონში მოვლენები უჩვეულოდ ვითარდება, ზებუნებრივი შესაძლებლობის ქალები ცდილობენ გადარჩნენ საყაროში, რომელშიც ისინი სძულთ და გადაარჩინონ უცოდველი ადამიანები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. The Nevers HBO-ს კიდევ ერთი პროექტია, რომლის თრეილერიც საკმაოდ დამაიმედებლად გამოიყურება.

Frank of Ireland - 16 აპრილი

კომედიური ჟანრის სერიალი, მსუბუქი და განსხვავებული იუმორით გვიყვება ყოფილი მუსიკოსის, აწ უკვე მარტოხელა ფრენკის ცხოვრების შესაზებ, რომელსაც ზრდასრულ ცხოვრებასთან სერიოზული პრობლემები აქვს და მათთან ბრძოლაში, უჩვეულო ხერხებით მეგობარი დოფუსი ეხმარება.

Mare of Easttown - 18 აპრილი

HBO-ს მინისერიალში პენსილვანიის გამომძიებელის როლს ქეით უინსლეტი ასრულებს, რომელიც ბურუსით მოცულ მკვლელობას იძიებს და ამავდროულად ცდილობს საკუთარი ცხოვრება დანგრევისგან გადაარჩინოს. Mare of Easttown სულ 7 ეპიზოდს გააერთიანებს და მისი ჩანიშვნა სანახავი სერიალების სიაში უდავოდ ღირს.

Shadow And Bone - 23 აპრილი

ლეიგ ბარდუგოს ნოველების Grishaverse-ს მიხედვით გადაღებული ფანტასტიკური ჟანრის ახალი სერიალი ობოლი ალინას ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც საკუთარ თავში აღმოაჩენს ძალას, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, თუმცა მანამდე საკუთარ ძალებში უნდა გაერკვეს.

Things Heard & Seen - 28 აპრილი

საშინელებათა ჟანრის კიევ ერთი ახალი სერიალი, რომელშიც მთავარ როლს ამანდა სეიფრიდი ასრულებს Netflix-ის ეთერში 28 აპრილს გავა და მისტიკური ოჯახის შესახებ გვიამბობს, რომლებიც კიდევ უფრო ამოუცნობ სახლში გადადიან საცხოვრებლად.

The Mosquito Coast - 30 აპრილი

ჯასტინ ტერუ სატელევიზიო დრამებს, საკუთარი 1971 წელს გამოშვებული ნოველის ეკრანიზაციით უბრუნდება. Apple TV-ის ახალი პროექტი ერთი ოჯახის ისტორიას გაგვაცნობს, რომელიც მექსიკაში გადადის ახალი ცხოვრების დასაწყებად, თუმცა წარსული მას თავს არ ანებებს.

ზევით