#კინო

რეგე ჟან-პეიჯი „ბრიჯერტონს“ ემშვიდობება - ყველაფერი, რაც სერიალის მე-2 სეზონზე ვიცით

გაზიარება:

ჯულია ქუინის ისტორიული რომანების კინოადაპტაციამ, რომელიც „გრეის ანატომიის“ შემქმნელის შონდა რაიმსის ახალი პროექტი გახლდათ, უმოკლეს დროში მოახერხა ჩვენი გულების დაპყრობა. სერიალი, რომლის დებიუტიც 25 დეკემბერს შედგა, სიყვარულის, სკანდალების, საიდუმლოებების, ესთეტიკისა და დიდი რაოდენობით იუმორის კრებულია. „ბრიჯერტონს“ პირველი სეზონის ერთი ამოსუნთქვით დასრულებისთანავე ყველას მხოლოდ ერთი კითხვა გვიტრიალებდა თავში, ექნება კი შოუს მეორე სეზონი?

ჩვენს კითხვაზე პასუხი მალევე შევიტყვეთ, 2021 წლის 2 იანვარს Netflix-მა საიდუმლოებით მოცული ლედის წერილი გამოაქვეყნა და  „ბრიჯერტონის“ მეორე სეზონის ანონსიც წარმოგვიდგინა და გვამცნო, რომ გადაღებები გაზაფხულზე დაიწყებოდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჰასთინგსის ჰერცოგი რეგე ჟან-პეიკი მეორე სეზონში არ მიიღებდა მონაწილეობას და ბუნებრივია, ამ სიახლემ კითხვები გააჩინა.

რეგე ჟან-პეიჯი გვემშვიდობება

აღმოჩნდა, რომ Netflix-ის ახალი პოპულარულ სერიალთან რეგეს მხოლოდ ერთ სეზონიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, ჟან-პეიჯმა პროექტის დატოვების შესახებ ვრცელი კომენტარიც გააკეთა: „ეს ერთ სეზონიანი მოქმედება გახლდათ, მას ჰქონდა დასაწყილი, სიუჟეტის განვითარება და დასასრული, რომელიც ყველამ ვიხილეთ. ჩემთვის პროექტი ლიმიტირებულ სერიალს ჰგავდა“.

გადაღების პროცესი

მართალია, გადაღების პროცესის განახლება 2021 წლის გაზაფხულზე დაანონსდა, თუმცა პანდემიის ფონზე გარკვეული წინაღობებიც ვლინდება, დაფნის როლის შემსრულებელმა ფიბი დინევრომა Deadline-თან საუბრისას განმარტა, რომ ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე წარმოედგინათ.

წარმოდგენაც კი არ შემიძლია, როგორ შევძლებთ სერიალის გადაღებას ამ გარემოების გათვალისწინებით

მე-2 სეზონის მთავარი სამიზნე

მოგეხსენებათ, „ბრიჯერტონი“ ჯულია ქუინის 8-სერიანი წიგნების კინოადაპტაციაა, მოსალოდნელია, რომ Netflix-ის სეზონები, სწორედ წიგნის სიუჟეტის მიხედვით გაგრძელდება და ამ შემთხვევაში მოვლენათა ეპიცენტში არა დაფნისა და საიმონის სიყვარული, არამედ ენტონი ბრიჯერტონის პირადი ცხოვრება და მისი ცხოვრებისეული სირთულეები იქნება.

მატება სამსახიობო გუნდში

რეგე ჟან-პეიჯს ყველანი ცრემლმორეულები ვემშვიდობებით, თუმცა, შოუ გრძელდებადა სამსახიობო გუნდში ახალი მსახიობები გამოჩნდებიან. როგორც ცნობილი გახდა, „ბრიჯერტონის“ ქასთს „სექსუალური განათლების“ მსახიობი საიმონ ეშლი შეუერთდა, რომელიც სერიალში ქეით შარმას როლს შეასრულებს.

ზევით