რეზო გაბრიაძის ანიმაციას, რომელიც NETFLIX-ზე მოხვდა, რუსეთის კულტურის სამინისტრო აფინანსებს

rezo netflix cover

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რეზო გაბრიაძის ანიმაციური ფილმი Netflix-ზე მოხვდა, უკვე ბევრი გაიგებდით. წამიერი სიამაყე კი მალე შეკითხვად გადაიქცეოდა: და რატომ გვიხარია წარმოშობით ქართველი ხელოვანის ფილმის წარმატება, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე რუსული პროდუქტის სახელით მოხვდა?

რეზო გაბრიაძის ანიმაცია რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული. ფილმის ბოლოს ტიტრებიც რუსულ ენაზეა გაკეთებული. ნამუშევრის რეჟისორი რეზო გაბრიაძის შვილი, რუსეთში მცხოვრები და მოღვაწე ლევან გაბრიაძეა.

rezo gabriadze

რეზო გაბრიაძე ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი რეჟისორი, მხატვარი და მწერალია. არც იმის დავიწყებაა შესაძლებელი, თუ რამდენი გენიალური სცენარია მის ანგარიშზე, მაგალითად: „მიმინო", „შერეკილები" და სხვა. თუმცა, სწორედ რეჟისორის გამორჩეულობის გამოა, რომ ანიმაციური ფილმის „რუსული ელფერით” წარმატებას „ქართველობაზე” ვერ და არ მივიწერთ.

რეზო გაბრიაძის მოთხრობებისა და მოგონებების მიხედვით შექმნილი ანიმაცია - Rezo („Знаешь, мама, где я был?“) კინოაკადემიის დაჯილდოების მოკლე სიაში მოსახვედრადაც იბრძოდა, თუმცა იქაც რუსეთის სახელით.

ფრაზა - „კულტურა და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ” ამ შემთხვევაში არარელევანტურია.

სამწუხაროა, რეზო გაბრიაძე არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც საკუთარი შემოქმედებისთვის „ფართო” ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას „მეზობელ” რუსეთში ეძებს. ასევე სამწუხაროა, რომ საქართველო კინო ინდუსტრიაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ეს იმ ფაქტს არ აბათილებს, რომ რუსეთი მტერია, კულტურა კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური იარაღი.

ზევით