#მუსიკა

ROKVA 2022 - ჯადოსნურ მთაზე დღეს ზღაპრები კვლავ გაცოცხლდება

გაზიარება:

უქმეების დაგეგმვა/გადაგეგმვა გვიანი არასდროსაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე საზაფხულო მუსიკალურ ფესტივალთან გვაქვს. 2022 წლის ზაფხულის საუკეთესო გამოცდილება, ფესტივალი მთაში, მრავალფეროვანი მუსიკა და დაუვიწყარი თავგადასავალი - ყველაფერი, რაც საუკეთესო სამი დღის გასატარებლად გვჭირდება ROKVA 2022-ზე დაგვხვდება.

კულმინაციის პირას მისული ფესტივალის უეცარი გაუქმების შემდეგ, ROKVA 2022 დიდი ხმაურით, მეტი მუსიკით და ბრწყინვალე კოლაბორაციებით ბრუნდება!

დღეს, 29 ივლისს რაჭაში, კერძოდ კი შოვში 3 დღის მანძილზე 3 სცენა 50-მდე ქართულ და საერთაშორისო პროექტს დაეთმობა.

იცოდით, რომ ახალი გზით, თბილისიდან შოვამდე, ფესტივალის ტერიტორიამდე, დაახლოებით 3.5 საათში შეგიძლია მოხვდეთ? რაჭის თვალუწვდენელი მთები და დაუვიწყარი სიმწვანე, ასე ახლოს და ასეთი ხმაურიანი, ჯერ არასდროს ყოფილა. 

თუ ღამის გასათევ ადგილზე დაფიქრდით, მაშინ იმასაც გეტყვით, რომ ფესტივალთან ახლოს, 900 მეტრში, საკარვე ტერიტორია დაგხვდებათ: 2, 3 ან 4 პერსონიანი კარვის ადგილი და საშხაპე ზონა. საკარვე ადგილების დაჯავშნას  Eventer.ge-ზე შეძლებთ. მაგრამ თუკი ღამის გასათევად ალტერნატიულ ვარიანტს ეძებ, მაში იმასაც გეტყვით, რომ რაჭაში უამრავი შთამბეჭდავი სოფელია, სადაც შეგიძლიათ დარჩეთ ისე, რომ ფესტივალზე მოხვედრა მარტივად და სწრაფად მოახერხოთ.

თანაც, ფესტივალის მიმდინარეობისას, ამბროლაურიდან შოვამდე იმოძრავებს კომფორტული ავტობუსები და მოთხოვნის მიხედვით ჩაისვამს მგზავრებს.

ROKVA 2022-ზე დასასწრები ბილეთების შეძენას tkt.ge-ზე შეძლებთ, ახლა კი იმ ლაინაფს წარმოგიდგენთ, რომლის დამსახურებითაც ბარგის ჩალაგება და დაუვიწყარ მოგზაურობაში გადაშვება ლეგიტიმურ ვარიანტად გვესახება:

29 ივლისი


NOUVELLE VAGUE

BEDFORD FALLS
MELLOW
CIRCUS MIRCUS
LEXO RATIANI
PROCESS


FUNCTION

JORJICK
ZESKNEL (LIVE)
BOYD SCHIDT
LIQUID DICTION B2B BASSIL

30 ივლისი


MICHELLE GUREVICH

EKO & VINDA FOLIO
KILLAGES
SKAZZ
BACHO JICKIDZE

 

中 KHIDI SHOWCASE

THE BRVTALIST
UNHUMAN
PHILIPP STROBEL
LIZA RIVS
VULKANSKI
SAPHILEAUM
FREQUENCY SHIFTER

31 ივლისი


BENJAMIN CLEMENTINE

TAMADA
ARA
4D MONSTER LOBSTERS
KOLEKTIVI


STEF MENDESIDIS

NDRX B2B NEBBIERI
KANCHELI
SEQTA

ზევით