საახალწლო მუსიკალური შეხვედრები

საახალწლო მუსიკალური შეხვედრები

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ - 15 დეკემბერს გია ყანჩელისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტით “ბრავო მაესტრო” გაიხსნა. კონცერტი დიდი მაესტროს, გია ყანჩელის დაბადებიდან 85 წლის თავს მიეძღვნა. თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა "საქართველოს სიმფონიეტა" მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით მსოფლიო პრემიერა გამართა. გია ყანჩელის მინიატურები ორკესტრისთვის სცენაზე პირველად შესრულდა.

                      კონსერვატორიის დიდი დარბაზი დღეს, 19 დეკემბერს ვოკალური მუსიკის საღამოს უმასპინძლებს და კონცერტი ონლაინ რეჟიმში, კონსერვატორიის დიდი დარბაზის facebook  გვერდზე განთავსდება. ფესტივალის ონლაინ დახურვის დღეს, 23 დეკემბერს, ჯაზის საღამო გაიმართება.
ზევით