#კინო

სად არის ქეით ჰადსონის საკულტო ყვითელი კაბა დღეს?

გაზიარება:

2003 წელს გამოსული საკულტო ფილმი How to Lose a Guy in 10 Days ქეით ჰადსონისა და მეთიუ მაკონაჰის მონაწილეობით, არაერთი მიზეზის გამო შევიყვარეთ.ფილმს დასამახსოვრებელს ხდის მსუბუქი იუმორი, ბრწყინვალე სამსახიობო დუეტი, გამორჩეული, რომანტიკული სიუჟეტი და ქეითის ყვითელი კაბა, რომელიც მსახიობს ერთ-ერთ კულმინაციურ მომენტში ამშვენებდა.

ელეგანტური, მოხდენილი აბრეშუმის ყვითელი კაბა, რომელიც Carolina Herrera-ს ეკუთვნის, რომანტიკული კომედიების ერთ-ერთი გამორჩეული სილუეტია და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საკულტო კაბების მფლობელები ის მსახიობები ხდებიან, რომლებმაც ის მოირგეს. თუმცა, ქეით ჰადსონს წარმოდგენაც კი არ აქვს, სად არის ახლა ყველასათვის საყვარელი ყვითელი კაბა.

Carolina Herrera-ს კაბაზე ჩვენი კოსტიუმის დიზაინერი და მოდის სახლის გუნდი ერთად მუშაობდა. არ ვიცი ახლა სად არის ეს კაბა, თუმცა ის აუცილებლად უნდა ვიპოვოთ.

რომანტიკული კომედია ჟურნალისტ ენდის (ქეით ჰადსონი) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დაწინაურებაზე ოცნებობს. თუმცა იმისათვის, რომ ენდიმ სერიოზულ თემებზე წერის უფლება მოიპოვოს, ჯერ მკითხველის გული უნდა მოიგოს ისეთი თამამი და ექსპერიმენტული თემით, როგორიცაა მამაკაცის გაცნობა და მასთან დაშორება 10 დღეში. მეორე მხრივ, დაწინაურებაზე ოცნებობს ბენიც (მეთიუ მაკონაჰი), რომელიც თვლის, რომ ქალების საუცხოოდ ესმის და ნებისმიერი ქალის გულის მოგებას შეძლებს თუ მოინდომებს.

სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, ბენი სანაძლეოს სწორედ ენდის გულის მოსაგებად დებს, რომელსაც სრულიად სხვა მიზნები ამოძრავებს ბენთან. გამოცდილი ხერხებით ენდიმ ჯერ მამაკაცის მოხიბვლა უნდა შეძლოს და შემდეგ 10 დღეში უნდა აიძულოს მას დაშორდეს. ორმაგი თამაშის მომსწრე მაყურებელი ფილმისგან ნამდვილად დიდ სიამოვნებას იღებს, ყვითელ კაბაში შემოსილ ქეითს კი აუცილებლად უნდა დაელოდოთ, ყველაზე საინტერესო სწორედ აქედან იწყება.

ზევით