#მუსიკა #მოდა

საკონცერტო კულტურის ევოლუცია

გაზიარება:

მე-20 საუკუნის დასაწყისში და შუა რიცხვებში, როდესაც ჯაზი, სვინგის მუსიკა და რიტმ-ენდ ბლუზი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და სამყაროს ისეთი შემსრულებლები ჰყავდა, როგორებიც ბილი ჰოლიდეი, ელა ფიცჯერალდი, ფრენკ სინატრა, რუთ ბრაუნი და ნატ კინგ კოული იყვნენ, კონცერტები ძველი ჰოლივუდის გლამურის გამოძახილს წარმოადგენდა.

მარცხნივ: ბილი ჰოლიდეი; მარჯვნივ: ელლა ფიცჯერალდი

სასცენო მოდა გამოირჩეოდა დახვეწილობით და განსაკუთრებული ბზინვარებით, არსებობდა დრესკოდი, რომელსაც მუსიკოსები ათწლეულების განმავლობაში მიჰყვებოდნენ, თუმცა მოცემულობა რადიკალურად, მე-20 საუკუნის ბოლოს შეიცვალა, როდესაც მუსიკალურ ინდუსტრიაში დევიდ ბოუი, დიანა როსი, ელტონ ჯონი, მაიკლ ჯექსონი და ელვის პრესლი გამოჩნდნენ. განსხვავებული მუსიკალური გემოვნებისა და მიმდინარეობის შემსრულებლებს ერთი რამ აერთიანებდათ, ისინი ცვლიდნენ სასცენო კულტურას და თაყვანისმცემლებს არა უბრალოდ კონცერტზე, არამედ სპექტაკლზე ეპატიჟებოდნენ.  ეს არ იყო მხოლოდ დახვეწილი, მაღალი დონის კომპლექტები, დიდი დარბაზები და მზარდი აუდიტორია, მათ ასევე შემოიღეს ახალი შეხედულება საკონცერტო მოდაში - სრულიად განსხვავებული იმ დამკვიდრებული მოკრძალებული კოსტიუმებისგან, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ადევნებდა სამყარო თვალს. 

დევიდ ბოუი

მაღალმა მოდამ და მუსიკამ გადაკვეთის ის მნიშვნელოვანი წერტილი იპოვეს, რომელმაც საკონცერტო კულტურის ევოლუციას დაუდო ბიძგი და მიუხედავად იმისა, რომ ამ ევოლუციის ფუძემდებელთა შორის, დღეს მხოლოდ ცნობილი მომღერლების სახელები შეიძლება ამოგვიტივტივდეს თავში, მათ უკან იდგნენ დიზაიენერები: კასაი იამამოტო, ბილ უიტენი, ბილ ბელუში და მაიკლ ბუში, რომლებიც დევიდ ბოუის, ელვის პრესლის თუ მაიკლ ჯექსონის შემოსვაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

ელტონ ჯონი

80 და 90-იან წლებში, პოპ დედოფლის მადონას აღმასვლამ და ჟან პოლ გოტიესთან კოლაბორაციამ, კიდევ ერთხელ განსაზღვრა საკონცერტო მოდა. ეს ორი ადამიანი ერთად ქმნიდა სასცენო კოსტიუმებს, რომლებმაც გაუძლეს დრო და მარადიული კვალი დატოვეს მოდის სამყაროზე.

მადონა

ტოპები, მოკლე ქვედაბოლოები და რაც მთავარია ყველაფერი მათ შორის მბზინავი და თვალისმომჭრელი - დიახ, საუბარია 2000-იანი წლების დასაწყისზე და სასცენო სტილზე, რომელიც პრიტნი სპირსმა, Spice Girls-მა, Destiny's Child-მა თუ გვენ სტეფანიმ შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ათწლეულის ჩაცმულობა თვალშისაცემი იყო თავისი ბზინვარების დამსახურებით, ის აღარ იყო ისეთი პომპეზური, ისეთი ექსცენტრული და ინდივიდუალური, როგორც უწინ. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ თამაშში ლედი გაგა ჩაერთვებოდა, გაგამ მოახერხა და ყველა ამ თვისების დამსახურებით, გაუსწრო დროს და თითოეული კოსტიუმის დამსახურებით, ცდილობდა დაუვიწყარი პერფორმანსი წარედგინა.

ბრიტნი სპირსი

2010-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, კუტურ სასცენო კოსტიუმები გახდა ფორმალური სიმდიდრისა და მზა ტანსაცმლის შერწყმა. ახლახან ტეილორ სვიფტმა და ბიონსემ ახალი გავლენა მოახდინეს კუტურ საკონცერტო ჩაცმულობაზე.

ლედი გაგა

Renaissanc-ის ტურნეს განმავლობაში, ბიონსემ თითოეული გამოსვლა მაღალი მოდის პოდიუმად აქცია, მომღერალი არ შემოიფარგლა მხოლოდ ერთ ბრენდთან ან მოდის სახლთან თანამშრომლობით და თამაშში Balmain-ის, Ferragamo-ს, Feben-ის, Mugler-ის, Miu Miu-ს, Marc Jacobs-ის, Louis Vuitton-ის, Ivy Park-სა და Alexander McQueen-ის კოსტიუმებით ჩაერთო.

ტეილორ სვიფტი
ბიონსე

განსხვავებული დიზაინი უფრო მეტია, ვიდრე ძალაუფლების თამაში, ეს არის გენიალური თხრობის მანერა, რომელმაც მიზნად დასავლური ესთეტიკის მაღალი მოდის დახმარებით წახალისება დაისახა. როგორც ბიონსე იტყოდა: It should cost a billion to look this good.

ზევით