სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ ცნობილი ბრიტანული გამოცემის, The Guardian-ის 2022 წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა და ისეთ ეკრანიზაციებს შორის დაიკავა ადგილი, როგორიც პედრო ალმადოვარის Parallel Mothers, კენეტ ბრანას Belfast, პოლ ტომას ანდერსონის Licorice Pizza და წლის სხვა მნიშვნელოვანი ფილმებია.
„ამ ხეების ტრანსპორტირება არის ფიცკარალდოს ტიპის ოპერაცია: განსაცვიფრებელი პროპორციების სიდიადე“ - ფილმის აღწერას დართული აქვს The Guardian-ის ავტორის რეცენზიაც.
„მოთვინიერების“ აღწერაში ვკითხულობთ: საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეული გატაცება აქვს: უზარამაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით ხეებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოვებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები.
კინოაკადემიის ახალმა დირექტორმა, კინოს სახლში დაგეგმილი, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერების“ ჩვენებები 2 თვის წინ გააუქმა.
„მიზეზი, რომელიც დირქტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ „ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს“ - წერდა სალომე ჯაში.
„მოთვინიერება“ ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. მისი პრემიერა შედგა სანდენსის კინოფესტივალსა და ბერლინალე ფორუმზე.
Academy Museum-ში გამართულ კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. ერთად გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის გამორჩეული სახეების ავანგარდულ, გლამურულ თუ სადა და ელეგანტურ ლუქებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.