#კინო

Saltburn: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ემერალდ ფენელის ახალი ფილმის შესახებ

გაზიარება:

ოსკარის მომტანი სარეჟისორო დებიუტის, Promising Young Woman-ის, შემდეგ, ემერალდ ფენელი ტრიუმფალურად ბრუნდება. Saltburn-ის მსოფლიო პრემიერა, როზმუნდ პაიკის, ჯეიკობ ელორდისა და ბარი კეოგანის მონაწილეობით, 2023 BFI London Film Festival-ზეა ჩანიშნული, ჰოლივუდში მიმდინარე გაფიცვის ფონზე, ბრიტანული კინემატოგრაფიისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ფილმის პრემიერა იქნება.

ფილმის სინოფსისის თანახმად, Saltburn გვიყვება ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტის ოლივერ კუიკის (კეოგანი) შესახებ, რომელიც „აღმოაჩენს როგორ იძირება მომხიბვლელი არისტოკრატის ფელიქს კატონის (ელორდი) სამყაროში, რომელიც მას სოლტბურნში, ექსცენტრული ოჯახის უზარმაზარ მამულში ეპატიჟება, ზაფხულის გასატარებლად, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებს".

Saltburn-ის სცენარის ავტორად და პროდიუსერად ემერალდ ფენელი გვევლინება, თუმცა ფილმის თანაპროდიუსერები მარგო რობი და ჯოსი მაკნამარა არიან.

„ჩემთვის პატივია, რომ ჩვენს ფილმს შეუძლია გახსნას წლევანდელი BFI ლონდონის კინოფესტივალი. ეს არის ფესტივალი, რომელიც ყოველთვის შთამაგონებდა გაზრდის პერიოდში, ფესტივალი, რომელსაც აღფრთოვანებული ვადევნებდი თვალს ჩემი საძინებლიდან, ლონდონის მეორე მხარეს" - თქვა ფენელმა.

Saltburn კინოთეატრებში 24 ნოემბრიდან გამოჩნდება, მანამდე კი გიტოვებთ ფილმის პირველ ოფიციალურ ტრეილერს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ახალგაზრდა მსახიობების ნიჭიერებას და ფენელის მისტიკურობის ნაზავს მივადევნოთ თვალი.

 

ზევით