#ცნობილები #კინო

ბრედ პიტისა და სანდრა ბულოკის პირველი ერთობლივი ფილმი - BULLET TRAIN

გაზიარება:

როგორ წარმოგიდგენიათ Speed-ის და Fight club-ის სინთეზი? საინტერესოდ ჟღერს, არა?! ჰოდა, მოემზადეთ, სულ მალე ეკრანებზე სანდრა ბულოკისა და ბრედ პიტის პირველ კინო ტანდემს იხილავთ. გასულ კვირას ჰოლივუდელი ვარსკვლავები ახალი action ფილმის - Bullet train გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს.

bullet train, სანდრა ბულოკი, ბრედ პიტი, ახალი ფილმი

შეიძლება ითქვას, რომ მძაფრსიუჟეტიანი კინოს განვითარებაში ორივე მსახიობს დამსახურებული წვლილი აქვს შეტანილი, თუმცა მაღალი რანგის მსახიობები ეკრანზე ერთად არასდროს გვყავს ნანახი. Page six-ის პაპარაცებმა სენდი და ბრედი ლოს-ანჯელესის ქუჩებში, ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოღწევის დროს დააფიქსირეს.

ბრედ პიტის ახალი ფილმი, bullet train

დევიდ ლეიჩის ახალი ნამუშევარი ცნობილი იაპონური წიგნის - Maria Beetle-ის ეკრანიზაციაა. სცენარი რამდენიმე მკვლელობას და hitman-ის ისტორიას მოიცავს. 57 წლის პიტი და 56 წლის ბულოკი მთავარ როლებს ასრულებენ.

Page six-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ვარსკვლავები გადასაღებ მოედანზე სახის ფარებით გადაადგილდებიან. რამდენიმე დღით ადრე ბრედი მეორე პარტნიორთან - ჯოე კინგთან ერთად დააფიქსირეს. ფილმში სანდრასთან და ბრედთან ერთად ასევე აარონ ტეილორ-ჯონსონი, მაიკლ შენონი, ლოგან ლერმანი და სხვა მსახიობები გამოჩნდებიან.

ზევით