დღეს სასიამოვნო სიახლით ვიწყებთ, ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი, მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს აღმოჩენაა. სანდრო „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო”, რიგით 66-ე, კონკურსის გამარჯვებული გახდა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ფინალში, 20 წლის პიანისტი ჩინელი და პორტუგალიელი კონკურენტების წინააღმდეგ იბრძოდა და ერთპიროვნულ ლიდერადაც მოგვევლინა.
სანდრო გეგეჭკორმა გასულ ღამეს, დიდ დარბაზში, კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი დაუკრა, რაც მისთვის გამარჯვების მომტანიც აღმოჩნდა.
ბუნებრივია, ამ რთული და საპასუხისმგებლო გზის გავლა სანდრო გეგეჭკორმა დიდი ძალისხმევის, თავდადების და შრომის შედეგად მოახერხა.
„მარია კანალასის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი” მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი საკმაოდ პრესტიჟული კონკურსია, პირველობის მოსაპოვებლად, წელს, 400-მდე კონკურსანტი იბრძოდა, რომელთაგანაც 34 საუკეთესო შეირჩა, ნახევარფინალისთვის მათი რაოდენობა 15-მდე შემცირდა, რაც შეეხება ფინალის პირველ ეტაპს, აქ 7-მა პიანისტმა გამოავლინა თავისი შესაძლებლობები და 3 რჩეულიც შეირჩა.
„მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო”, რიგით 66-ე, კონკურსის გამარჯვებულს, პირველ პრემიასთან ერთად გადაეცა ფულადი ჯილდო (25000 €) და ასევე აუდიტორიის სიმპათიის პრიზი, რომლის მფლობელიც ონლაინ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.
Academy Museum-ში გამართულ კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. ერთად გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის გამორჩეული სახეების ავანგარდულ, გლამურულ თუ სადა და ელეგანტურ ლუქებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.