საქართველო მსოფლიო საოპერო რუკაზე: OPERA CROWN დღეს სრულდება

გაზიარება:

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დღეს, 5 ნოემბერს ვოკალისტთა მე-2 საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN-ის დასკვნითი საღამო - საზეიმო დახურვა გაიმართება. კონკურსი 1-ელ ნოემბერს გაიხსნა და 3 ტურისგან შედგებოდა. კონკურსის ფარგლებში, 21 ქვეყნიდან, საქართველოს 50-მდე ახალგაზრდა ვოკალისტი ესტუმრა, რომლებსაც საერთაშორისო ჟიური აფასებს. ფინალისტები სულ რამდენიმე საათში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის თანხლებით წარდგებიან  მაყურებლის წინაშე.

თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN  2018 წლის მაისში დაფუძნდა. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ თბილისში ტარდება და ყოველ ჯერზე კონკურსანტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად საუკეთესო და კეთილგანწყობილ გარემოს სთავაზობს.

2020 წლის 14 და 15 სექტემბერს, ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო, კონკურსის I ტური კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიერ გამოგზავნილი ვიდეოჩანაწერების საფუძველზე ჩატარდა. შედეგად, შეირჩა 40 კონკურსანტი მსოფლიოს 18 ქვეყნიდან. II ტური სულ რამდენიმე დღის წინ შედგა, დღეს კი დიდი ფინალისთვის ვემზადებით.

მსოფლიო საოპერო რუკაზე საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნა, OPERA CROWN-ის დონის საერთაშორისო კონკურსი ქართული საოპერო ხელოვნების ინტერნაციონალიზაციის საუკეთესო საშუალებაა, ამ კონკურსის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას საოპერო სამყაროს წარმომადგენლები სტუმრობენ, რაც რასაკვირველია, ყოველი მონაწილისთვის ნამდვილი შანსია საოპერო ასპარეზზე გასასვლელად.

ზევით