#მოგზაურობა #კულტურა

საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

გაზიარება:

საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას, მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, ასევე, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს.

"დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და მათი რაოდენობის ზრდას" -  წერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს სულ რაღაც 213 უბანს, მათ შორის: ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს. 

ზევით