სელენა გომესის ახალი მუსიკალური კლიპი De Una Vez

 

ათწლეულის განმავლობაში, De Una Vez სელენა გომესის პირველი ესპანურენოვანი სინგლია. მათთვის, ვინც ეპსანური ენა არ ცის, De Una Vez უბრალოდ ლირიული მუსიკაა ლამაზი სიტყვებით. თუმცა მომღერალი აქ პირად გრძნობებს, საკუთარ გატეხილ გულსა და განშორების სევდას უმღერის. 

ისეთი ლამაზი სიმღერაა, ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისაც გული აქვს გატეხილი, - სელენა გომესი

სელენა გომესი

ეს სიმღერა იმაზეა, თუ როგორ იშუშებს ახალგაზრდა ქალი იარებს,  Los Perez

ვინაიდან მომღერალი საკუთარ გრძნობებზე ესპანურად მღერის, სურდა კლიპზეც ესპანურენოვან რეჟისორებს ემუშავათ. Los Perez - ტანია და ადნრიას კრეატიული ტანდემია. მათ პორტფელში კი ისეთი ბრენდების კომერციული ვიდეობია, როგორიცაა Pepsi და Candy Crush. საინტერესოა, რომ პანდემიის გამო რეჟისორები ლოს-ანჯელესში კლიპის გადაღებას  ფიზიკურად ვერ დაესწრნენ, შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაღება მათ Zoom ჩართვით მოახერხეს. მიუხედავად ამისა, კლიპი შესანიშნავი გამოვიდა და ვერაფერს დაუწუნებ!

სელენა გომესი

ჩვენ კი, სელენა გომესს 2021-ში გატეხილი გულის გამრთელება ვუსურვოთ! დაივიწყოს წარსული და ცხოვრება განაგრძოს! ვინაიდან სწორედ ამაზე მღერის ის ახალ კლიპში De Una Vez.

ზევით