#კინო

„შიმშილის თამაშების“ პრიქუელი 2023 წელს გამოვა

გაზიარება:

უტოპიურ სამყაროში დასაბრუნებლად მოემზადეთ!

2023 წლის 17 ნოემბერს, „შიმშილის თამაშების“ პრიქუელის - „სიმღერა ფრინველებისა და გველების ბალადის“ პრემიერა გაიმართება. პრიქუელი, ცნობილი ტრილოგიის ავტორის სიუზან კოლინსის, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით იქნება გადაღებული და ახალი ფილმის სიუჟეტის შესახებ მეტს სწორედ მისი დახმარებით შევიტყობთ. 

მართალია, კომპანია Lionsgate-მა უკვე გამოაქვეყნა „სიმღერა ფრინველებისა და გველების ბალადის“ თიზერი, თუმცა მასში ხელმოსაჭიდი ვერაფერი ვიპოვეთ, სწორედ ამიტომ ეკრანიზაციის ორიგინალ სცენარს - სიუზან კოლინსის ახალ ნაწარმოებს მივუბრუნდით. 

პრიქველი ჩვენთვის აკრგად ცნობილი ტირანის კორიოლანუს სნოუს ისტორიას მოგვიყვება და „შიმშილის თამაშებში“ განვითარებულ მოვლენებამდე წლებით ადრე დაგვაბრუნებს. რა გზა გაიარა სნოუმ, მანამ სანამ ის პანემის მმართველი გახდებოდა, ვინ იყო ლუსი გრეი ბეირდი, რომლის მენტორადაც სნოუ მე-10 „შიმშილის თამაშებში“ დაინიშა და როგორ მოახერხა კორიოლანუსმა ძალაუფლების ხელში ჩაგდება და სასტიკ დესპოტად ქცევა ეს ის მთავარი საკვანძო საკითხებია, რომლებსაც პასუხი 2023 წლი 17 ნოემბერს გაეცემა.

ჯერჯერობით დამატებითი დეტალები და ისეთი მნიშვნელოვანი სიახლეები, როგორიც „სიმღერა ფრინველებისა და გველების ბალადის“ ქასთია, ჩვენთვის უცნობია. ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ სიუზან კოლინსმა ახალი ნაწარმოები 2020 წლის მაისში გამოსცა და პირველივე კვირაში მისი მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. რაც შეეხება Lionsgate-ს, მან ეკრანიზაციის უფლებები ჯერ კიდევ წიგნის გამოცემამდე შეიძინა.

რა გასაკვირია, „შიმშილის თამაშები“ ხომ Lionsgate-ის ყველაზე შემოსავლიან ტოპ ხუთეულში იკავებს ადგილს, ტრილოგიამ 2012 წლიდან 2015 წლამდე კომპანიას 2,95 მილიარდი მოუტანა, 2013 წელს კი „ცეცხლის დაჭერა“ სტუდიის რეკორდსმენად იქცა 864 მილიონი დოლარით.

ზევით