#კინო

სოფია კოპოლას Priscilla-მ ვენეციის კინოფესტივალზე შვიდწუთიანი ოვაცია დაიმსახურა

გაზიარება:

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, სოფია კოპოლას Priscilla-ს პრემიერა კინოფესტივალზე შედგა, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, შვიდწუთიანი და 30 წამიანი ოვაცია მოჰყვა, ფეხზე წამომდგარი მაყურებლის მხირდან როგორც რეჟისორის, აგრეთვე ახალგაზრდა მსახიობებისა და თავად პრისცილა პრესლის მიმართ მიძღვნილი. 

ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე, დროებითი შეთანხმების წყალობით, რეჟისორ კოპოლასთან ერთად, Priscilla-ს  ვარსკვლავებმა კეილი სპანიმ და ჯეიკობ ელორდიმ პრემიერაზე დასწრება პრისცილა პრესლის გვერდით შეძლეს. ბიოგრაფიული ფილმი დეტალურად აღწერს პრისცილას ურთიერთობას ელვისთან, რომელსაც ის 14 წლის ასაკში შეხვდა.

ოვაციების დროს, მსახიობები და პრისცილა მთელი ძალებით ცდილობდნენ ცრემლების შეკავებას, ყველაფერი ძალიან ლამაზი და ემოციური აღმოჩნდა.

დღის დასაწყისში, ფილმის პრესკონფერენციაზე, პრისცილა პრესლიმ აღიარა, რომ ფილმის ყურება მისთვის რთული აღმოჩნდა: „ძალიან რთულია შენზე, შენს ცხოვრებაზე და სიყვარულზე ფილმის ყურება“, - თქვა მან. „მაგრამ სოფიამ, საოცარი სამუშაო შეასრულა და მე ნამდვილად გავაკეთე ყველაფერი მისთვის, რაც შემეძლო“.

პრესლიმ ასევე გულწრფელად ისაუბრა ელვისთან გატარებულ დროზე და რამდენჯერმე მოუწია გაჩერება ცრემლების მოსაწმენდად: „ელვისს ჩემთან გულის გადაშლა არ უჭირდა. მისი იმედები, მისი შიშები, დედის დაკარგვა ყველაფერი ერთმანეთს ემატებოდა და მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ვიჯექი მის მოსასმენად და დასამშვიდებლად. ეს იყო ჩვენი ნამდვილი კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის ვიყავი, ცხოვრებაში უფრო ზრდასრულად ვგრძნობდი თავს“, - თქვა მან. „და ეს იყო საოცრად მიმზიდველი. ხალხი ფიქრობს: „ოჰ, ეს მხოლოდ სექსი იყო“ სულაც არა. მე არასოდეს მქონია მასთან სექსი. ის იყო ძალიან კეთილი, ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარულე. მაგრამ ის ასევე პატივს სცემდა იმ ფაქტს, რომ მე მხოლოდ 14 წლის ვიყავი. ჩვენ უფრო გონებრივი კავშირი გვქონდა და ეს იყო ჩვენი ურთიერთობაც“.

სოფია კოპოლას მიერ დაწერილი და გადაღებული Priscilla, დაფუძნებულია 1985 წელს გამოქვეყნებულ, პრისცილა პრესლისა და სანდრა ჰარმონის მემუარ  Elvis and Me-ზე. სოფია კოპოლას დიდებულად მოყოლილი ნამდვილი კომპლექსური ისტორია, უკვე შეფასებულია, როგორც სოფიას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძლევამოსილი ნამუშევარი.

ზევით