#მუსიკა

Sphere-ს პირველი მუსიკალური ღონისძიება 2 ივლისს, კუს ტბაზე გაიმართება

გაზიარება:

Covid 19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიო და მათ შორის ჩვენც ცხოვრების ჩვეულ ტემპს ნელი ნაბიჯებით ვუბრუნდებით, თუმცა იმაზე ფიქრიც კი რომ სოციალური თავშეყრა და საყვარელ ღონისძიებებზე დასწრება ნაკლებად საშიშია - უკვე დამაიმედებლად გვეჩვენება და რაკი წარსულ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი რჩეული მუსიკალური ფესტივალებიც აქ არის.

სიხარულით გვინდა გამცნოთ, რომ 2 ივლისს, კუს ტბაზე Sphere-ს მუსიკალური ღონისძიებაა ჩანიშნული და იმთავითვე აღფრთოვანებით აღვნიშნოთ, რომ საღამოს მთავარ ჰედლაინერად, არც მეტი არც ნაკლები ჰანი დიჟონი მოგვევლინება. ჰანი ამერიკელი დიჯეი, პროდიუსერი, ელექტრონული მუსიკოსი და მოდის კერპიც კი გახლავთ. დიჟონი ჩიკაგოში დაიბადა, მოგვიანებით ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ბინა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიდო და მოგზაურობას არასოდეს წყვეტს.

ჰანი დიჟონს უნიკალურ მუსიკოსად თავისივე უნივერსალურობა აქცევს, მას ერთ კონკრეტულ ჟანრს ვერ მივაკუთვნებთ, ჰანი კროს-ჟანრულ სეტებს ქმნის და ყოველთვის ახერხებს მსმენელის გაოცებას.

Sphere-ს ღონისძიების ლაინაფში ჰანი დიჟონის გარდა, ასევე აღმოაჩენთ Lilith-ს, რომელიც 2015 წლიდან ქართულ კლუბებსა და ფესტივალებზე აქტიურად იღებდა მონაწილეობას და აგრეთვე ქართველ შემსრულებელ Nata Beradze-ს, რომელიც ემოციებისა და გამოცდილებების მუსიკის გზით გადმოცემის ნამდვილი ოსტატი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, როგორც ონლაინ ისე კარზე შეძენისას.

ზევით