თუკი ვსაუბრობთ არტ-დეკოზე, ქალ არტისტზე და ქალთა ემანსიპაციაზე, მაშინ რა თქმა უნდა თამარა დე ლემპიკა. ნახატი? ავტოპორტრეტი, რომელიც გერმანულმა ჟურნალმა Die Dame საკუთარი გარეკანისთვის ამავე არტისტს დაუკვეთა. მხატვარი საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დადგა: შეექმნა ქალთა ემანსიპაციის სიმბოლო და მან ის შექმნა! პოსტ-კუბისტური კომპოზიცია, დახვეწილი ფერთა გამა, მწვანე ბუგატი, თამარას ქერა და დავარცხნილი თმები, ტყავის ჩაფხუტი, ასევე ტყავის ხელთათმანები, წითელი ტუჩები და რაც მთავარია, ძლიერი ქალის ძლიერი გამოხედვა - ცხადყოფს ავტორის თვითმყოფადობასა და თვითდაჯერებას.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი არტისტი იმ გარდამავალი ეპოქის შვილია, სადაც ფუნქციონალიზმი ფანტაზიას შეერწყა, ხოლო სოციალური სტრუქტურები უტოპიად იქცა. კლასიკოსი მხატვრების მიმდევარმა, რენესანსის ხატვის სტილით აღფრთოვანებულმა გააერთიანა პორტრეტის ტრადიციული ტექნიკა, ფოტოგრაფიული განათება, გასული საუკუნის დასაწყისის ბოჰემური ცხოვრება და დიდი ქალაქების არქიტექტურა. რა გამოვიდა? თანამედროვე გენიალურობა, თუ კი მსგავსი სიტყვათა წყობა ლინგვისტიკურ ტიპოლოგიაში უხეშ დარღვევად არ ჩაითვლება.
რუსეთის იმპერიის ვარშავაში დაბადებული დე ლემპიკა ჯაზის ეპოქის სიმბოლო და არტ-დეკოს მიმდინარეობის პიონერია. თამარა ნამდვილი რევოლუციონერია! დე ლემპიკა იმ ეპოქის ერთ-ერთი მთავარი ინტერპრეტატორია.
ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ვინმეს კოპირება, არამედ პირიქით, მსურდა ახალი სტილის შექმნა, ნათელი და კაშკაშა ფერებით, ხოლო მოდელები, რომელთაც ვხატავ, თანამედროვეობისა და ელეგანტურობის განსახირება არიან.
თამარა დე ლემპიკა ნამდვილი „ვორკაჰოლიკი“ იყო. არტისტი ცხრასაათიანი ხატვის სესიებს მხოლოდ ისეთი საჭიროების დროს შეწყვეტდა, როდესაც სურდა შამპანური მოეწრუპა, მიეღო აბაზანა ან სარელაქსაციო მასაჟს საჭიროებდა. არტისტმა გამოფენებში მონაწილეობა 1923 წლიდან პარიზის პატარა გალერეებით დაიწყო, ხოლო ზუსტად 2 წელიწადში მან უკვე მილანში პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო. მანამდე კი იყო Académie Ranson პარიზში, სადაც დე ლემპიკამ თავისი ფერწერის უნარი განავითარა ავანგარდული ხელოვნებისა და „დაკარგული თაობის" ნეო-კუბიზმში, ფუტურიზმსა და არტ-დეკოში.
თამარა დე ლემპიკა მე-20 საუკუნის დასაწყისის გლამურის სიმბოლოც იყო, ის ყოველთვის ზღაპრულად გამოიყურებოდა, ვინაიდან მაღალი მოდის დიზაინერებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. მაღალი საზოგადოების წვეულებებზე თამარას ყოველთვის გამოარჩევდით და ფოტოგრაფებსაც განსაკუთრებით უყვარდათ გამორჩეული არტისტი.
არიან ადამიანები, რომლებიც ეპოქალურები არიან, ასეთი იყო თამარა დე ლემპიკა, რუსეთის იმპერიის მიერ ოკუპირებული ვარშავიდან საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარებული. იყო კი მისი ცხოვრება ია-ვარდებით მოფენილი? ყოველთვის არა! მაგრამ დღეს, ზუსტად 100 საუკუნის შემდეგ, მე-21 საუკუნის ქალი, მე-20 საუკუნის დე ლემპიკას ისტორიას იკვლევს, რომ მკითხველს გაუზიაროს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ გენიალური არტისტის შრომა ამად ღირდა.
პ.ს. არსებობს 20/80-ის პრინციპი, რომელიც ასევე მოიაზრებს, რომ 20% ნიჭია, ხოლო ძალისხმევა 80%, ასე რომ ნუ დაიშურებთ ძალისხმევას საკუთარი მიზნებისა და ოცნებების ასასრულებლად!
Academy Museum-ში გამართულ კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. ერთად გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის გამორჩეული სახეების ავანგარდულ, გლამურულ თუ სადა და ელეგანტურ ლუქებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.