თაობა Z ის თაობაა, რომელიც ტექნოლოგიებისა და თავისუფლების სამყაროში გაიზარდა. სტილი ამ თაობისთვის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, იცვამენ ისე როგორც ემოციები და განწყობებო უკარნახებთ, უმხედრდებიან ავტორიტეტსა და იერარქიას, არ ეშინიათ ცვლილებების და აზრის ხმამაღლა დაფიქსირების. ასეთი გარემო კი ზუსტად აისახება ხოლმე გარეგნობაზეც.
Gen Z outfit starter pack : ყველანაირი ფერისა და პატერნის ქსოვილი, დაბალწელიანი ჯინსები, ვინტაჟური ქამარი, რომელიც შეიძლება ქამრის ფუნქციასაც არ ასრულებდეს, დიდი ზომის ტანსაცმელი, Cargo და Parachute pants, Layering.
დაივიწყეთ მოტკეცილი ჯინსები!
ბოლო დროა, ძალიან მარტივი გახდა თაობათა წარმომადგენლების ერთმანეთისგან განსხვავება, ჩაცმის სტილის დახმარებით. პირველი ინდიკატორი იმისა, რომ ადამიანი არ არის თაობა Z-ის წარმომადგენელი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ჯინსები და შარვლებია. მათ ნაცვლად ჯენ Z უპირატესობას ანიჭებს, ფართო ან დაბალწელიან შარვლებს, ასევე Cargo და Parashut Pants.
ვინტაჟურ მაღაზიებში ჩანთების, სათვალეებისა და სხვა აქსესუარების ძებნა, ჯენ ზის საყვარელი საქმიანობაა. ძალიან ტრენდულია დიდი ზომის სათვალეები, განსხვავებული და უნიკალური დიზაინის ჩანთები და ქამრები. ჯენ ზის მაკიაჟი და ფრჩხილების დიზაინიც ძალიან გამორჩეულია. ისინი ამ საკითხშიც არ ერიდებიან იყვნენ ზუსტად ისეთები, როგორც თავად სურთ, ამასთანავე მაქსიმალიზმისა და კომფორტის იდეალურ მაგალითებს გვთავაზობენ.
ჯენ ზის ძალიან უყვარს დიდი ზომის შარვლები, მაღალყელიანი და მაღალძირიანი ფეხსაცმელები, დიდი პიჯაკები და პერანგები. თანაც ასეთი ფორმის ტანსაცმელი Layering-ის შესაძლებლობას იძლევა, რაც ასევე დამახასიათებელია თაობა ზისთვის.
თაობა ზი ინსპირაციას გასული საუკუნეების ტრენდებიდან იღებს. ჯენ ზის გარდერობში მარტივად ვიპოვით 60იანების Hippie, 90იანების Grunge თუ ABBA-ს 70იანების თანამედროვე ვერსიებს. ჯენ ზი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს გლობალურ პრობლემებს და გარემოს დაცვით გამოირჩევა. ამიტომაც ისინი ტრენდებს ნაკლებად მიყვებიან, იცვამენ იმას რაც უნიკალური და დიდი ძიების შედეგად აღმოჩენილია. ამ თაობის ადამინები ინდივიდუალისტები არიან, არ უშინდებიან გამოწვევებსა და Side Eyes სხვა თაობის წარმომადგენლებისგან.
Academy Museum-ში გამართულ კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. ერთად გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის გამორჩეული სახეების ავანგარდულ, გლამურულ თუ სადა და ელეგანტურ ლუქებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.