TÁR: ქეით ბლანშეტი არტჰაუს დრამაში კომპოზიტორის როლში მოგვევლინება

ქეით ბლანშეტი დიდ ეკრანებზე გარდასახვის ნამდვილი ოსტატია, მას შეუძლია იყოს ელფი, დედოფალი და კეროლიც კი და მაინც, Little Children-ის რეჟისორის ტოდ ფილდის უახლესი ფილმის TÁR-ის თრეილერში ბლანშეტი სრულიად ახალ ენერგიას გვთავაზობს.

ფილმში მოქმედება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო სამყაროში ვითარდება და ლიდია ტარის ცხოვრებაზე გვიამბობს. TÁR-ის მთავარი გმირი და ქეით ბლანშეტის პერსონაჟი ერთ-ერთი უდიდესი ცოცხალი კომპოზიტორი და გერმანული ორკესტრის პირველი ქალი მთავარი დირიჟორია. როგორც თიზერიდან ვიგებთ, ლიდია იშვიათი დაავადებით იტანჯება, რომელიც არღვევს მის ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას: დროის სწორად შენარჩუნების უნარს.

TÁR „იკვლევს ძალაუფლების ცვალებად ბუნებას, მის გავლენას და გამძლეობას ჩვენს თანამედროვე სამყაროში“ და ეს პერსპექტიულად ჟღერს!

ფსიქოლოგიურ დრამაში ქეით ბლანშეტს პარტნიორობას ნოემი მერლანტი, ნინა ჰოსი, სოფი კაუერი, ჯულიან გლოვერი, ალან კორდუნერი და მარკ სტრონგი გაუწევენ.

2006 წელს Little Children-ის გამოსვლის შემდეგ, TÁR ტოდ ფილდის პირველი ნამუშევარია. 16 წლის წინ რეჟისორის ეკრანიზაციის წყალობით, მთავარი როლის შემსრულებლებმა ქეით უინსლეტმა და ჯერკი ერლ ჰეილიმ ოსკარის ნომინაციები დაიმსახურეს, ფილმი აგრეთვე წარდგენილი იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაზე. არსებობს მოლოდინი და რეალური შანსი იმისა, რომ თითქმის ორი ათწლეულის წინანდელი ფურორი TÁR-ის წყალობით კიდევ ერთხელ განმეორდეს.

ზევით