#მხატვრობა

„თბილისის მურალ ფესტივალი“ - გაუცხოებული ურბანული გარემოს პასუხად

გაზიარება:

გალერეიდან გამოქცეული ხელოვნება, უკვე ორი წელია თბილისის გაუცხოებული ურბანული გარემოსა და პოსტსაბჭოური შენობების ცარიელი კედლების მონუმენტურ ნახატებად იქცა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ერთი ორად გააფერადა. 

ირაკლი ქადეიშვილის “Kade90” და ზაზა ჩიფჩიურის ვარკეთილის ბიჭუნა

ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის მურალ ფესტივალი“ 2019 წელს დაარსდა და მიზნად ქალაქს საგამოფენო სივრცედ ქცევა და პოსტსაბჭოთა არქიტექტურაზე თანამედროვე ხელოვნების კვალის დატოვება დაისახა, თუ კი თბილისის უბნებში მოხატულ კედლებს შეამჩნევთ ეს დიდი ალბათობით, სწორედ „თბილისის მურალ ფესტივალის“ ერთ-ერთი მხატვრის შემოქმედებაა და იგი ფესტივალის ფარგლებში საგულდაგულოდ შეირჩა შემდეგ კი რამდენიმესაათიანი ღუ დღიანი შრომის შედეგად შეიქმნა.

გერმანული სტრიტ-არტ სცენის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მხატვრის, 1010-ის ცნობილი, ფერადი შრეები
გერმანელ მხატვართა ჯგუფი “ინერფილდსის” მიერ შექმნილი ნამუშევარი

ქუჩის ხელოვნების ქალაქების ურბანული იდენტურობისა და მათი მიმზიდველობის მნიშვნელოვან ნაწილად ქცევის პერსპექტივა „თბილისის მურალ ფესტივალის“ შემქმქმნელებმა ბერლინისა და სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითზე დაინახეს და დასავლური ქვეყნების ურბანისტული კულტურის ორგანულ ნაწილად ქცეული Mural Fets-ის გადმოტანა ქართულ რეალობაშიც გადაწყვიტეს.

პარიზელი ჯგუფის MonkeyBird-ის ნამუშევარი
ირაკლი ქადეიშვილისა და ზვიად ესართიას შემოქმედება

სწორედ ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ „თბილისის მურალ ფესტივალის“ პირველ წელს, თბილისის ათამდე ნაცრისფერი შენობა გაფერადდა და ეს ფესტივალი ვიზუალური ხელოვნების ყველაზე საინტერესო მოვლენათა შორის მოხვედრა, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 2020 წელს ქუჩის მხატვრობამ ფეხი ქუთაისშიც მოიკიდა უკვე წელს კი ფესტივალი გაორმაგებული ძალებით დაუბრუნდა ქუჩებს და რამდენიმე თვალწარმტაცი ხელწერილიც კი დაგვიტოვა თბილისის ქუჩებში.

ჰოლანდიელი მხატვრის JDL-ის ახალი ნამუშევარი ნახალოვკაში
გერმანელი მურალისტის case_maclaim -ის ნამუშევარი
“ზეციური ნათება” , ასე დაასათაურა ცნობილმა სამხრეთ აფრიკელმა ხელოვანმა Faith47 ნამუშევარი
გერმანული დუოს Aphe Noah ახალი ნამუშევარი ვაკეში
ზევით