#მხატვრობა

„თბილისის ციფრული სივრცის“ რჩეული გამოფენები

გაზიარება:

2019 წლის 7 ოქტომბერს, კავკასიაში პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმი - თბილისის ციფრული სივრცე გაიხსნა, რომელმაც ქართველი საზოგადოება ციფრულ ხელოვნებას აზიარა. ოთხი განსხვავებული სივრცით, ხელოვნების ლეგენდარული წარმომადგენლების ნამუშევრებით, თვალუწვდენელი სამყაროების ჯადოსნობებითა და ქართველი მწერლების შემოქმედებით შთაგონებული ფილმებით, თბილისის ციფრული სივრცე ჩვენს გაოცებას არ წყვეტს.

ბაზალეთის ტბა

პატარა გოგონას რომელსაც ლეგენდების სჯერა, ხერთვისის ციხე წარსულში ამოგზაურებს. ის თამარის ეპოქაში აღმოჩნდება, იმ დროს როდესაც ქართველები ბასიანის ბრძოლისთვის ემზადებიან. გოგონა ხდება თვითმხილველი დაუნდობელი ბრძოლების. საიდანაც მოულოდნელად აღმოჩნდება ბაზალეთის ტბის სიღრმეებში იქ სადაც ლეგენდის მიხედვით თამარ მეფეს ოქროს აკვანი ჩაუდგამს. რეალობაში დაბრუნებული გოგონა აღმოაჩენს, რომ შეიძინა უნარი ერთი შეხედვით დროში ამოგზაუროს თანატოლები და მათშიც გააღვიძოს პატრიოტული გრძნობები.

ვინსენტ ვან გოგი

თბილისის ციფრული სივრცის ერთ-ერთი პირველი გამოფენა ვინსენტ ვან გოგს და მისი დაბადების დღის 168 წლის იუბილეს მიეძღვნა. ციფრული გამოფენა, რომელზეც ვან გოგის 60-მდე ნამუშევარი, მხატვრისთვის დამახასიათებელი იდეალური ფერების კონტრასტი და გამოსახულებების გრძელი მონასმები იყო წარმოდგენილი, დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

მხატვარი ხალხმა მისი მომნუსხველი, ტრაგიკული ბიოგრაფიის გამოც შეიყვარა, იგი მუდმივად ებრძოდა სასოწარკვეთასა და მარტოობას, რასაც მის ნახატებშიც მარტივად შევამჩნევთ. 

თბილისის ციფრული სივრცის სტუმრებს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საჩუქარი ელოდება - საქართველოში პირველად, დამთვალიერებელს ვინსენტ ვან გოგის საძინებლის რეალურად ნახვა შეუძლია. საძინებელი ვან გოგის ცნობილი ნახატის მეორე ვერსიის  რეკონსტრუქციას წარმოადგენს. მსოფლიოში აღნიშნული ოთახის სულ რამდენიმე რეკონსტრუქცია არსებობს, ,,თბილისის ციფრულ სივრცე’’ კი გამორჩეულ, ნახატთან მაქსიმალური სიზუსტით შექმნილ საძინებელს წარმოგვიდგენს.

გუსტავ კლიმტი

კიდევ ერთი ლეგენდარული მხატვრის მაგიური გამოფენა, რომელსაც ციფრული ხელოვნების მუზეუმი წელიწადზე მეტია საოცარი წარმატებით მასპინძლობს მნახველებს - ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის გუსტავ კლიმტის ნამუშევრების გამოფენა გახლავთ. მხატვრის მთავარი სუბიექტი ქალის სხეული და მისი ფემინურობა გახლდათ, ამ სილამაზის, სიძლიერისა და მშვენიერების წარმოჩენა კი კლიმტისეული ხედვის გულწრფელ ეროტიზმში წარმოჩინდება.

თბილისის ციფრულ სივრცეში გუსტავ კლიმტის ოქროს ხანის პორტრეტებისა და პეიზაჟების, 60-მდე ნამუშევარს შორის გახლავთ, ავსტრიელი მხატვრის ყველაზე ცნობილი ფერწერული ტილოები: კოცნა (1907-08), ივდით I (1901), ათენის სასახლე (1898), მოლოდინი(1903), ოქროს თევზები (1901—02), დანაე (1907—08) და უბიწობა(1913).

თბილისის ციფრული სივრცის გამოფენების განრიგის სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.

ზევით