#მოდა

თბილისში მოდის კინოფესტივალი გაიმართება #FFFT

გაზიარება:

29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, პირველად საქართველოში და სამხრეთ ამიერკავკასიაში, თბილისის მოდის კინოფესტივალი, სახელწოდებით Sorry for all the wrong tales I have told ჩატარდება. მასშტაბური და ნოვატორული პროექტი საქართველოში JAMPROJECT-ის თაოსნობით ხორციელდება.

FFFT-ის მიზანია ხელი შეუწყოს მოდასთან ინოვაციური გზებით კომუნიკაციას და ახალი ხედვის მხარდაჭერას. ადგილი სადაც, მოდა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ერწყმის.

Fashion Film Festival Tbilisi-ს იგივე თბილისის მოდის კინოფესტივალის პირველი ფესტივალი არასაკონკურსო ფორმატში ჩატარდება და მას უფრო შემეცნებითი ხასიათი ექნება.

მსგავსი ფორმატის ფესტივალი თბილისისთვის ნამდვილად ნოვატორულია, სულ რამდენიმე კვირის წინ სოფო ჭყონიას ორგანიზებით ქართველმა დიზაინერებმა ხელოვნებისა და მოდის კოლაბორაციით შექმნილ ფესტივალზე მონაწილეობა კიევში მიიღეს, თუმცა კიევში გამართული მოდის დღეების ამომავალი წერტილი კინო არ ყოფილა, საინტერესოა, რას შემოგვთავაზებენ Fashion Film Festival Tbilisi-ის შემქმნელები 3-დღიანი ფესტივალის ფარგლებში.

ზევით