თებერვლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც მხედველობიდან არ უნდა გამოგეპაროთ

გაზიარება:

ნაკლული დღეები თებერვალს, ნაკლებად მნიშვნელოვნად სულაც არ აქცევს, პირიქით, 28 დღეში იმაზე მეტი კულტურული ღონისძიება, გამოფენა, სპექტაკლი თუ კონცერტია მოქცეული, რომელსაც ზოგჯერ სრული თვეც კი ვერ გვთავაზობს. კულტურული მოვლენებით დახუნძლულ თებერვალში ნამდვილად მოიძებნება ღონისძიებები, რომლებიც სხვაზე მნიშვნელოვანია და მათი მხედველობიდან გამორჩენა არაფრით არ შეიძლება.

4 თებერვალი - თამაში

დღეს ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი უნდა დაუმალო შენი საიდუმლო... სამაგიეროდ ეს დაგეხმარება შეინარჩუნო ურთიერთობები, ცხოვრების ჩვეული წესი... თუ გინდა უკვე დამკვიდრებული სტაბილურობა შეინარჩუნო, ღრმად შეინახე შენი ინტიმური მიმოწერა და ფოტოები... ძალდატანებით, მაგრამ მაინც იცინე შენი მეგობრების უკბილო ხუმრობებზე, რადგანაც იცი, რომ ერთ-ერთის ცოლი მალე ბანალურ ეროტიულ შეტყობინებას შენც გამოგიგზავნის...

ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ, შესაძლებელია ასეთი ამორალური დასკვნებიც კი გააკეთოთ... ამოტომ, სანამ მოხვალთ, კარგად დაფიქრდით, ვისთან ერთად ისურვებდით გამოაშკარავების სეანსზე დასწრებას, რომ დარბაზიდან გასვლის შემდეგ თქვენი დამსხვრეული მობილური მოწყობილობა თქვენივე ანარეკლად არ იქცეს...

5 თებერვალი - ბრუნტეტი, დაბრუნება

‘ბრუნტეტი - დაბრუნება’ არის მუსიკალური სპექტაკლი, სადაც მაყურებლებს საშუალება ექნებათ იმოგზაურონ 5 წლის ალექსანდრე კორძაიას (kordz) წარმოსახვით სამყაროში. სპექტაკლი დაფუძნებულია Kordz-ის ნაწარმოებზე ‘1999’, რომელიც 2021 წელს შეიქმნა ჰოლანდიური ანსამბლისთვის ‘Kluster 5’ და გამოყენებულია 1999 წლის აუდიო ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში, 5 წლის kordz-ი გვიყვება მის წარმოსახვით სამყარო - ბრუნტეტზე, ბრუნტეტის მაცხოვრებლებზე და მის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე.

8 თებერვალი - მარტოკინა

სპექტაკლი არის ერთგვარი "სთენდაფი", ბარის მომღერალ ქალზე, რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს ცხოვრებაში, პირადი ბედნიერების გარდა. იუმორით და სატირით შეზავებული მონო პიესა, რომელსაც ფონად, ცოცხალი მუსიკალური შესრულება გასდევს.

12 თებერვალი - რიგოლეტო

ჯუზეპე ვერდის რიგოლეტო - მონტე კარლოს ოპერის თეატრის პროდუქცია, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 12-19 თებერვალს გაიმართება. ოპერის დამდგმელი რეჟისორი ჟან ლუი გრინდა, ხოლო დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი გახლავთ.

14 თებერვალი - Mamma Mia!

ვალენტინობის დღეს თეატრი სოფის და სქაის ქორწილზე გეპატიჟებათ, ლეგენდარული ABBA და მიუზიკლი Mamma Mia - სრული ვერსია ქართულად! საბერძნეთის კუნძულზე დატრიალებული ამბები, ერთი ქალისა და სამი მამაკაცის ისტორია, რომელზეც ხან იცინებთ და ხან კი ცრემლი მოგადგებათ. დაუჯერებელი სიტუაციები და ახალგაზრდა წყვილის საქორწინო სამზადისი - ეს არის სანახაობა, რომელიც დიდხანს არ დაგავიწყდებათ.

15 თებერვალი - ყველაზე მაგარი გოგოები

Royal Court-ის 1980-იანი წლების პროდუქცია — “ყველაზე მაგარი გოგოები” საქართველოში პირველად დაიდგა. დრამატურგი კერილ ჩერჩილი მისი მთავარი გმირის — მარლინის ცხოვრების წესსა და არჩევანს ასახავს. მარლინი წარმატებული კარიერისტი ქალია, რომელმაც მტკიცე ბრძოლით გაიკვალა გზა პროფესიაში და გასულ პარასკევს მწვერვალს მიაღწია.

თხრობის არალინეარული ხერხით, პიესა გვიჩვენებს სოციალური და კულტურული პარამეტრებით განსხვავებულ მხარეებს და 80-იანი წლების წარმატებული ქალის სახეებს ირეკლავს. მარლინი ვახშამზე ეპატიჟება ქალებს ისტორიიდან თუ ლიტერატურიდან: სუფრას უსხედან ვიქტორიანელი მოგზაური იზაბელა ბერდი, რომის პაპი იოანა და ნახატიდან წინსაფრითა და ჯავშნით გადმოსული გიჟი გრეტა. სტუმრები ბრენდის სვამენ, ხარბად ჰყვებიან თავიანთ ამბებს და გვაჩვენებენ რა პოტენციური საზღაურის გადახდა უწევთ ისტორიულად ქალებს წარმატების მისაღწევად.

17 თებერვალი - Live Screenings საერთაშორისო კინოფესტივალი

საერთაშორისო კინოფესტივალი სხვადასხვა ჟანრის უახლესი დამოუკიდებელი ფილმების ცოცხალი ჩვენებით: კომედია, დრამა, ანიმაცია, მოქმედება, თრილერი, ხელოვნება და ა.შ. თქვენ ნახავთ ფილმებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩეხეთიდან, ბრაზილიიდან, საქართველოდან და სხვა.

ფილმები იქნება ნაჩვენები ორიგინალურ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით. თქვენს საყვარელ ფილმზე ხმის მიცემით თქვენ გამოარჩევთ აუდიტორიის ჯილდოს გამარჯვებულს. ჩვენების ბოლო დღეს გამოცხადდებიან ფესტივალის პრიზების გამარჯვებულები.

24 თებერვალი - დონ კიხოტი

ბალეტი სამ მოქმედებად, მარიუს პეტიპას, ალექსანდრე გორსკის და ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია; ნინო ანანიაშვილის და ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა.

ზევით