#კულტურა #კინო

თენგიზ აბულაძის „მონანიება“ კანის კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ ბრუნდება

გაზიარება:

თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. კინოშედევრად აღიარებული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალზე „კანის კლასიკის“ სექციაში იქნება წარმოდგენილი.

სექცია „კანის კლასიკა“ 2004 წლიდან არსებობს და იგი კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ნამუშევრების ხელახალი აღმოჩენა

თენგიზ აბულაძის ლეგენდარული ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე 1978 წელს გაიმართა, სადაც ფილმმა სამი პრესტიჟული ჯილდო: მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი“ მოიპოვა.

კანის კინოფესტივალის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რომელიც უმაღლესი ხარისხის ციფრულ ფორმატს მოიაზრებს, „მონანიების“ რესტავრაცია ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. ფილმის სკანირება განხორციელდა პრაღაში, ჩეხური სტუდია UPP-ის მიერ (Universal Production Partners – Prague), ხოლო ე.წ. გრეიდინგი, ფერის და ხმის დამუშავება განხორციელდა საქართველოში, სტუდია „ფონოგრაფის“ მიერ პაატა გოძიაშვილის ხელმძღვანელობით.

ზევით