#მუსიკა

The Beatles ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალ სიმღერას გამოუშვებს

გაზიარება:

მოემზადეთ, ბიტლომანია ბრუნდება! როგორც პოლ მაკარტნიმ BBC Radio 4-ს განუცხადა, ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეული წლის ბოლოს, ახალი და უკანასკნელი სიმღერით დაგვიბრუნდება, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის ხელიც ურევია. ახალ ჩანაწერში, ჩვენ მოვისმენთ ჯონ ლენონის ხმასაც, მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ, რაც სწორედ AI-ს დამსახურებით გახდა შესაძლებელი. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯონის ხმა დემო ვერსიიდან აიღეს, მას უფრო სუფთა ჟღერადობა მიანიჭეს და ათწლეულების წინ დაწერილი სიმღერის დასასრულებლად გამოიყენეს.

„ეს ყველაფერი ცოტათი საშიში, მაგრამ გასაოცარია, რადგან ის მომავალია” - აღნიშნა პოლ მაკარტნიმ

მიუხედავად იმისა, რომ მაკარტნის სიმღერის სახელწოდება არ დაუსახელებია, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ საიბარია, ჯონ ლენონის მიერ 1978 წელს დაწერილი კომპოზიციის Now and Then-ის შესახებ. სიმღერა, ლენონის მკვლელობამდე 2 წლით ადრე დაიწერა და პოლისთვის მიძღვნილ კასეტაზე For Paul ინახებოდა, რომელიც მოგვიანებით ლენონის ქვრივმა, იოკო ონომ, მაკარტნის გადასცა.

დემო ვერსია ჩაწერილია ძირითადად ბუმბოქსზე, ჯონ ლენონის ნიუ-იორკის აპარტამენტში. სიმღერის ტექსტი: I know it’s true, it’s all because of you / And if I make it through, it’s all because of you, ლენონის ცხოვრების უკანასკნელ წლებში დაწერილი სასიყვარულო წერილების რითმს და სტილისტიკას იმეორებს.

დემო ვერსიის აღსადგენად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების იდეა, პიტერ ჯექსონის რვა საათიანი დოკუმენტური ფილმიდან Get Back-დან დაიბადა, რომელშიც დიალოგების რედაქტორმა ემილ დე ლა რეიმ, AI-ს გამოყენებით Beatles-ის ხმები ხმაურისგან გაარჩია და ამოიცნო.

„ჩვენ Beatles-ის უკანასკნელი ჩანაწერის გამოშევაბ, დემო ვერსიაზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ, რომელიც ჯონს ჰქონდა ჩაწერილი. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ჩვენ შევძელით ჯონის ხმის ამოღება და მისი გასუფთავება. ამის შემდეგ, უკვე შესაძლებლობა მოგვეცა ის ჩანაწერთან გაგვემიქსა, როგორც ამას ჩვეულებრივ გავაკეთებდით” - განაცხადა პოლ მაკარტნიმ.

ზევით