The Crown-ის სამსახიობო გუნდს პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის შემსრულებლები შეუერთდნენ

Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ პერიოდულ დრამას The Crown-ს ახალი ჰყავს. დიდხნიანი ძებნის შემდეგ, სერიალის შემოქმედებით გუნდს პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის როლის შემსრულებლები შეუერთდნენ. მსახიობები The Crown-ის მომდევნო, მე-6 სეზონში გამოჩნდებიან და კემბრიჯის ჰერცოგების ახალგაზრდობის წლებზე გვიამბობენ.

პრინცი უილიამის როლზე შოუს შემქმნელებმა ერთდროულად ორი მსახიობი დაამტკიცეს. მსახიობი რუფუს კამპა 15 წლის პრინცის როლს მოირგებს და იმ ეპიზოდებში გამოჩნდება, რომელშიც 1997 წლის აგვისტოში, ტრაგიკულად გარდაცვლილ პრინცესა დიანას დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი და მასთან ერთად უფროსი ვაჟი გლოვობს. 

რუფუს კამპას პროფესიული დებიუტი West End-ის სცენაზე სამი წლის წინ, სუ თაუნსენდის The Secret Diary of Adrian Mole 13 & 3/4s: The Musical-ში შედგა.

პრინცი უილიამის ახალგაზრდობის წლებზე მსახიობი ედ მაკვეი მოგვიყვება, მაკვეის სიუჟეტი მოიცავს პრინცის უნივერსიტეტის ცხოვრებას და ცხოვრების სიყვარულთან ქეით მიდლტონთან შეხვედრასაც. სიყვარულის ისტორია 2001 წელს Art History at the University-ში კემბრიჯის მომავალი ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ურთიერთობაზე მოგვიყვება.

რაც შეეხება ქეით მიდლტონს, მისი ახალგაზრდობის შესახებ ისტორიას ახალბედა მსახიობი მეგ ბელამი მოგვითხრობს. მეგის კარიერა დღემდე სამოყვარულო დრამატურგიას მოიცავდა, ახლა კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის ეკრანებზე გამოჩნდება და დიდი ბრიტანეთის უსაყვარლესი ჰერცოგინიას როლს მოირგებს. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამივე მსახიობისთვის The Crown-ში გამოჩენა პროფესიულ დებიუტთან ასოცირდება. სერიალის შემქმნელებისთვის ახალბედა მსახიობებთან მუშაობა და მათი აღმოჩენა უკვე გამოცდილ პრაქტიკაც იქცა, სწორედ ასე აღმოაჩინეს მათ ახალგაზრდა პრინცესა დიანას როლის შემსრულებელი ემა კორინი, რომელიც დღეს ჰოლივუდში თავის დამკვიდრებას აქტიურად აგრძელებს.

ზევით