დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებისა და მისი ვაჟის მეფედ გახდომის შემდეგ, The Crown-ის მე-5 სეზონის მოახლოებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, ბევრისთვის შეშფოთების საგნად ამ მძიმე პერიოდში, სამეფო ოჯახის დამახინჯებული წარმოჩენა იქცა, თუმცა The Crown-ის ერთგულმა გულშემატკივრებმა კარგად იციან, რას შეიძლება მოელონდენ საყვარელი შოუსგან, რომელსაც იმედები ამ დრომდე არასდროს გაუცრუებია მათთვის.
The Crown-ის ახალი, რიგით მე-5 სეზონს მსოფლიო Netflix-ზე 9 ნოემბერს იხილავს, როგორც მოგეხსენებათ, ეს სეზონი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე ტრაგიკული ათწლეულის შესახებ გვიამბობს, რომელიც ჭორებით, ღალატით, განქორწინებით, სკანდალებითა და სიკვდილით იყო სავსე.
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების კრებულის და საოცრად ჩამთრევი სერიალის, The Crown-ის შემქმნელებს, სამსახიობო შემადგენლობის იდეალურად დაკომპლექტების ნამდვილი ნიჭი აქვთ. ახლა, როდესაც მე-5 სეზონში, მაყურებელი ახალ სამსახიობო გუნდთან შესახვედრად ემზადება, The Crown-ის სოციალური მედიის ოფიციალურ ანგარიშებზე უახლესი სეზონის კადრები გამოჩნდა.
მე-5 სეზონში მონარქიის წინაშე მდგარი მრავალ გამოწვევას შორის არის ბრძოლა დარჩეს აქტუალური სამყაროში, სადაც სამეფო ეტიკეტი და კონვენცია სულ უფრო და უფრო დაუცველია.
განსაკუთრებული აღფრთოვანება გარდაცვლილი უელსის პრინცესა - დიანას როლის შემსრულებლის, ელიზაბეტ დებიკის, ფოტოებმა დაიმსახურეს, რომელმაც როლი ემა კორინისგან გადაიბარა. ფოტოებზე ელიზაბეტი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს დიანას, არა მხოლოდ ვარცხნილობითა და პრინცესას დახვეწილი გარდერობის ზუსტი ასლებით, არამედ ჟესტიკულაციით, მანერებითა და გამოხედვით, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს - წინ დიდი სანახაობა გველოდება.\
ფოტოებზე აგრეთვე ვხედავთ მეფე ჩარლზ III-ის (იმ დროისთვის უელსის პრინცის) როლის შემსრულებელს - დომინიკ უესტს და ახალგაზრდა პრინცებს: უილიამსა და ჰარის. შოუს ერთ-ერთი ეპიზოდი უელსის ოჯახის საზაფხულო არდადეგების შესახებ გვიამბობს.
გარდაცვლილი დედოფლის, ელისაბედ II-ის როლში სერიალის ახალ სეზონში იმელდა სტაუნტონს ვიხილავთ.
სერიალის სამსახიობო გუნდს აგრეთვე შეუერთდნენ ჯონათან პრაისი პრინც ფილიპის როლში, ლესლი მენვილი პრინცესა მარგარეტის როლში, კლაუდია ჰარისონი პრინცესა ანას როლში და ოლივია უილიამსი კამილა პარკერ ბოულზის როლში.
შეგახსენებთ, რომ Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ დასასრულს მიუახლოვდა, The Crown-ი მე-6 სეზონით დასრულდება: „როდესაც მე-5 სეზონის სცენარზე დავიწყეთ მუშაობა, ნათელი გახდა, რომ ისტორიის სიმდიდრისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, თავდაპირველ გეგმას უნდა მივყოლოდით და შოუ 6 სეზონით დაგვესრულებინა”.
Academy Museum-ში გამართულ კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. ერთად გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის გამორჩეული სახეების ავანგარდულ, გლამურულ თუ სადა და ელეგანტურ ლუქებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.