The First Lady: სერიალი აშშ-ის 3 პირველი ლედის პოლიტიკური და პირადი ცხოვრების შესახებ

 

ისტორიული დრამის მოყვარულებისთვის, მნიშვნელოვანი თარიღი მოახლოვდა და ჩვენც ერთი სული გვაქვს, თვალი შევავლოთ Showtime-ის ახალ პროექტს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამი პირველი ლედის: ელეონორა რუზველტის, ბეტი ფორდისა და მიშელ ობამას პოლიტიკური და პირადი ცხოვრების შესახებ გვიამბობს.

2022 წლის, ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი The First Lady-ს სცენარზე აარონ კულმა იმუშავა, რეჟისორისა და პროდიუსერის მოვალეობები კი სუსანა ბაიერმა შეითავსა. ტელესერიალის პრემიერის, მისი ვარსკვლავური შემადგენლობისა და სხვა დეტალების შესახებ დაწვრილებით გიამბობთ.

როგორც The First Lady-ს აღწერა მოგვითხრობს, სერიალი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების ქალების თვალით დანახულ რეალობის შესახებ გვიამბობს. დაგვეთანხმებით, საკმაოდ ლაკონიურად გადმოცემული შინაარსი დამაინტრიგებლად გამოიყურება, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ მის სცენარისტს, ისტორიული დრამების გადაღების საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს, უდავოდ, რაღაც საინტერესოს უნდა ველოდოთ.

The First Lady-ს პრემიერა 17 აპრილსაა ჩანიშნული.

საოცრად ამაღელვებელია სერიალის შემოქმედებითი გუნდი. ისეთი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული პროექტისგან, როგორებიც ჯილიან ანდერსონი, ვაიოლა დევისი და მიშელ ფაიფერი არიან, უცილობლად მაღალი დონის შესრულებასა და როლის შთამბეჭდავად მორგების მასტერკლასებს ვიხილავთ.

ჯილიან ანდერსონი ელეანორა რუზველტის როლში

The Crown-ის მეოთხე სეზონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეთჩერის როლის იდეალურად მორგების შემდეგ, ჯილიან ანდერსონი ელეანორა რუზველტად მოგვევლინება. ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის, რომელიც ისტორიაში, ყველაზე ხანგრძლივი დროით ასრულებდა მოვალეობებს, მოსაყოლი ნამდვილად ბევრი აქვს.

მიშელ ფაიფერი ბეტი ფორდის როლში

ჰოლივუდელი მსახიობი ეკრანებს დიდი შესვენების შემდეგ უბრუნდება და არც მეტი არც ნაკლები ბეტი ფორდის როლს ირგებს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, რომელიც თეთრ სახლში 1974-77 წლებში ცხოვრობდა.

ვაიოლა დევისი მიშელ ობამას როლში

და ბოლოს, ვაიოლა დევისის ჯერიც დგება, რომელიც, ამერიკის უახლეს ისტორიაში საყვარელი პირველი ლედის, მიშელ ობამას, როლში მოგვევლინება. ვაიოლამ მზადება ერთი წლის წინ დაიწყო და მედიასთან საუბრისას არასდროს დაუმალავს, რომ ამ როლის გამო ძალიან ნერვიულობს.

პრივირეგირებული ვარ, რადგან მიშელ ობამასთან გასაუბრების საშუალება მომეცა, რა თქმა უნდა მისი წიგნიც წავიკითხე, არ დაგიმალავთ, ძალიან ვღელავ.

ზევით