#კინო

The Idol-ის დასასრული - HBO-მ შოუს მეორე სეზონი არ დაუმტკიცა

გაზიარება:

The Idol-ის პირველი სეზონი მისი უკანასკნელიც აღმოჩნდა. HBO-მ ხმაურიან შოუს, რომელზეც Euphoria-ს შემქმნელმა სემ ლევინსონმა და აბელ ტესფაიემ (საზოგადოებისთვის ცნობილმა, როგორც The Weeknd) იმუშავეს, მეორე სეზონი არ დაუმტკიცა. სიახლე სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან The Idol-მა თითქმის თითოეული ეპიზოდით შეძლო და მაყურებლების კრიტიკა დაიმსახურა.

„Idol იყო HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული ორიგინალური გადაცემა და ჩვენ მოხარული ვართ აუდიტორიის ძლიერი გამოხმაურებით”, - თქვა HBO-ს წარმომადგენელმა. „ბევრი ფიქრისა და განხილვის შემდეგ, HBO-მ, ისევე როგორც სერიალის შემქმნელებმა და პროდიუსერებმა, გადაწყვიტეს, რომ შოუ მეორე სეზონით არ გაგრძელდება. ჩვენ მადლობელი ვართ შემქმნელების, მსახიობებისა და გუნდის წარმოუდგენელი თავდადებისთვის.”

როგორც Variety იუწყება, სერიალის გაუქმება როგორც მაყურებლის, აგერთვე მსახიობების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. The Idol-ის ვარსკვლავებმა მოზეს სამნიმ და დავაინ ჯოი რენდოლფმა ორივემ განსხვავებული პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს, სამნიმ განმარტა, რომ მისი აზრით, The Idol ლიმიტირებული სერიალი იქნებოდა, რენდოლფი კი ფიქრობდა, რომ „ყველას განზრახვა [ეს იყო] მეორე სეზონი”.

ლევინსონის, ტესფაიეს და რეზა ფაჰიმის ერთობლივად შექმნილი სერიალის პრემიერა მაისში კანის კინოფესტივალზე შედგა. შოუმ, რომელშიც მთავარ როლებს აბელ ტესფაიე და ლილი როუზ-დეპი ასრულებდნენ, ჯერ კიდევ პრემიერამდე გამოიწვია ხმაური. 2022 წელს გავრცელდა ცნობები The Idol-ის ტოქსიკური სამუშაო გარემოს შესახებ, მალევე კი სერიალი რეჟისორმა ემი სემიცმა დატოვა.

ზევით