#მხატვრობა

The Why Not Gallery უნგრელი „ჯადოქრის“ ადამ ჰორვათსის სოლო გამოფენას მასპინძლობს

გაზიარება:

პარასკევს, 3 ივნისს, 19 საათზე, The Why Not Gallery ცნობილი უნგრელი არტისტის ადამ ჰორვათსის სოლო გამოფენას სახელწოდებით „ობლების ქვეყანა“ უმასპინძლებს. მხატვარი ვიზუალურად ყოფს საგამოფენო სივრცეს ორ ნაწილად და წარმოადგენს გამოგონილი შუა საუკუნოვანი ცივილიზაციის არტეფაქტებს. მაცხოვრებლები გაუჩინარდნენ და დატოვეს ძვირფასი მატერიალური ფასეულობები.

ისინი გაუჩინარდნენ ისე, რომ ჩვენ ამის მიზეზი არ ვიცით.

„შოუს მიზანია გამოიკვლიოს როგორ ურთიერთქმედებენ ბუნება და ცივილიზაცია და რა ხდება, როდესაც მოულოდნელად ერთი ან მეორე ქრება სურათიდან.

რამდენად უბრუნდება ფლორა-ფაუნა ადამიანამდელ მდგომარეობას, ან თუ უბრუნდება საერთოდ?
შეძლებენ თუ არა ადამიანები გამონახონ ახალი გზა, რომ რამე დაუტოვონ მომავალ თაობებს გაფლანგული ბუნებრივი რესურსების გარდა?
არის თუ არა ურთიერთობა ადამიანსა და ბუნებას შორის იმდენად ძლიერი, რომ გაქრობის შემდეგ წარმოიქმნას შეუვსებელი სიცარიელე?

არ ვაპირებ პასუხის გაცემას ზემოხსენებულ კითხვებზე, არ არსებობს მითითებები, ცოდნები კატასტროფის შესახებ, რომელიც უკვე მოხდა. მცირედ დისტანცირებული, თეატრალურ სცენებს ვქმნი, თანაც პირადი რეაბილიტაციის შესაძლებლობებს ვითვალისწინებ“ - წერს ადამ ჰორვატი.

გამოფენა აერთიანებს ჰორვატის ნამუშევრებს, სადაც მისტიკური და ჯადოსნური ერთმანეთში ირევა და ქმნის შესანიშნავად შესრულებულ კომპლექსურ გამოსახულებებს. ჰორვატის შემოქმედების შთაგონება ისეთივე მრავალფეროვანი და კომპლექსურია, როგორც თავად ნამუშევრები. ჰორვატი, რომელიც გაიზარდა უნგრეთის სოფელში, ღრმად არის შთაგონებული უძველესი არქეოლოგიური ძეგლებით, რომლებიც ბავშვობის მოგონებებად უბრუნდება.

იგი ასევე მეტად დაინტერესებულია ბუნებით, იმ დონემდე, რომ ოდესღაც ბოტანიკოსობას აპირებდა; ფლორა მართლაც ხშირად იქცევა მისი ნამუშევრების ამომავალი წერტილად. სამეცნიერო ფანტასტიკა, ისევე როგორც ძლიერი ურთიერთკავშირი მისი თაობის კოლექტიურ არაცნობიერთან, ვლინდება მისი ნამუშევრების თემებში - ადამიანებისა და ბუნების ურთიერთობის შესახებ, დაუცველობისა და მიკუთვნადობის განცდაში, ტრავმებსა და განკურნებაზე მსჯელობებში. ჰორვატი ამ გამოცდილებებს თავის პირად მითოლოგიად აქცევს და მცირე პოეტურ მინიშნებებს გვთავაზობს მათ წასაკითხად.

უეცარი და შოკისმომგვრელი ცვლილებებით შეძრწუნებულ პოსტპანდემიურ სამყაროში, გამოფენა უნებურად გვაფიქრებს რას დავტოვებთ ჩვენ, როგორც საზოგადოება, გადაშენების შემთხვევაში?!

ფოტოები გადაღებულია 2020 წლის 15 სექტემბერში Horizont Gallery-ში, გამოფენის სახელწოდება გახლავთ Fingerprints are blown by the wind towards a sacred land.

ზევით