სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულები უკვე წელიწადზე მეტია, 1965 წელს ფრენკ ჰერბერტის საკულტო წიგნის Dune-ს კინოადაპტაციის გამოსვლას ელიან, თუმცა მოგეხსენებათ COVID 19-ის პანდემიამ გეგმები ყველა სფეროში შეცვალა და აი უკვე 1 წლის შემდეგ, დენი ვილნევის ფილმის პირველი თრეილერი და მასთან ერთად პრემიერის თარიღიც ცნობილია.
არა ერთხელ გადადებული თარიღის მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერი, როდესაც დიდ ეკრანებსა და HBO Max-ზე Dune-ს პრემიერა უნდა გაიმართოს, საბოლოოა. Dune-ს მსოფლიო პრემიერა კი ამ პარასკევს, ვენეციის კინოფესტივალზეა ჩანიშნული.
"ველოდები იმ დროს, როდესაც ყველა ერთად შევძლებთ შეკრებას და Dune-ს ნახვას, რადგან ის დიდი ეკრანისთვისაა შექმნილი" - განაცხადა დენი ვილნევმა.
დენი ვილნევი არ გახლავთ პირველი რეჟისორი, რომელიც საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნის მიხედვით იღებს ფილმს, 1984 წელს ეს დევიდ ლინჩმა მოახერხა და მსოფლიოს ნამდვილი შედევრიც წარუდგინა, დენი ვილენი 37 წლის შემდეგ Dune-ს თანამედროვე ეკრანიზაციას გვთავაზობს.
კინოადაპტაციების ვარსკვლავთბიჭუნა - ტიმოთი შალამე კიდევ ერთი კინოადაპტაციის მთავარ გმირად გვევლინება, ის წარჩინებული ოჯახის, „ატრეიდის სახლის“ ახალგაზრდა წარმომადგენელი პოლ ატრეიდია, რომელიც ზებუნებრივი ძალითაა დაჯილდოებული და ამ ნიჭით სამყაროს შეცვლა შეუძლია.
გარდა ტიმოთისა, პროექტში არა ერთი დიდი სახელის ამოკითხვა შეგვიძლია, Dune-ს თანამედროვე ეკრანიზაციაში ზენდაია, სტელან სკარსგარდი, ხავიერ ბარდემი, დეივ ბაუტისტა და ჯეისონ მომოა მონაწილეობენ.
რეჟისორ დენი ვილნევის სახელს ისეთი წარმატებული ეკრანიზაციების სახელი უკავშირდება, როგორებიცაა Blade Runner 2049, Sicario და Arrival, სწორედ ამიტომ მისი Sci-Fi ჟანრის კინოადაპტაციის მიმართ დიდი მოლოდინი არსებობს. დენი ვილნევის Dune 2 ნაწილისგან შედგება, ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება ფილმის მეორე ნაწილზე მუშაობა, რადგან ის თავიდან ბოლომდე პირველი ფილმის წარმატებაზეა დამოკიდებული.
Academy Museum-ში გამართულ კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. ერთად გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის გამორჩეული სახეების ავანგარდულ, გლამურულ თუ სადა და ელეგანტურ ლუქებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.