TOP 5 საახალწლო ფილმი 2020-ის გასაცილებლად

მოდით, თავი გავიმხნევოთ და ვთქვათ, რომ გარეთ გასვლა, მეგობრების ნახვა, ღონისძიებებზე სიარული და გართობა ისედაც არ გვინდოდა.

სამაგიეროდ, არსებობს კინო, რომელიც რთულ მომენტებში ჩვენი საუკეთესო მეგობარია.

თქვენი რჩეული საახალწლო ფილმების სია ისედაც გექნებათ. ჩვენ შევეცდებით თქვენს ჩამონათვალს ბოლო წლების რამდენიმე გამორჩეული ნამუშევარი დავამატოთ.

KLAUS

სადღესასაულო ფილმების მოყვარულთა გულებში Netflix-ის 2019 წლის საახალწლო ანიმაციამ დამსახურებული ადგილი უკვე მოიპოვა. KLAUS-ის რეიტინგი IMDB-ზე 8.2-ს შეადგენს და გამოსვლის დღიდან ყველა რეკორდს ხსნის. სულ პატარა კეთილ ჟესტსაც კი შეუძლია ყველაზე ბნელ ადგილებში სინათლის შეტანა. სმირენსბურგის ახალი ფოსტალიონისა და მეთოჯინის ისტორია საახალწლო განწყობას აუცილებლად აგიმაღლებთ.

THE PRINCESS SWITCH

ვანესა ჰადჯენსი Netflix-ის ერთ-ერთი რჩეული მსახიობია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიყოლებით ჩნდება საახალწლო ფილმებში. The princess switch 2018 წლის რომანტიკული კომედიაა, რომელიც ჩიკაგოელი კონდიტერი გოგონასა და ბელგრავიის მომავალი დედოფლის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან. თუ ფილმის პირველი ნაწილი მოგეწონებათ, შეგიძლიათ პირდაპირ მეორე ჩართოთ. The Princess switch: Switched again წელს გამოვიდა. ამჯერად მოვლენები მონტენაროში ვითარდება, სადაც მარგარეტმა დედოფლის გვირგვინი უნდა მოირგოს.

HOLIDATE

ემა რობერტსისა და ლუკ ბრეისის მონაწილეობით Holidate  ეკრანებზე წელს გამოვიდა. რომანტიკული კომედია ორი მარტოხელა ადამიანის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ურთიერთობას მხოლოდ დღესასწაულებზე მარტოობის თავიდან ასაცილებლად დაიწყებენ. რა ჯობია მეორე ნახევარს, რომელიც ახალ წელს, თუ შობას შენს ოჯახთან ერთად ატარებს, დაოჯახების შესახებ შეკითხვებს თავიდან გარიდებს, არ ითხოვს ყურადღებას, არ გავალდებულებს და გულს არ გტკენს?!

NOELLE

საოჯახო კომედიაში, სახელწოდებით Noelle , მთავარ როლს ანა კენდრიკი ასრულებს. მისი გმირი - ნოელი სანტას ქალიშვილია. მას შემდეგ, რაც მამამისი პენსიაზე გადის, ხოლო მისი ძმა გაქცევას გადაწყვეტს, ნოელმა სადავეები ხელში უნდა აიღოს და სანტა კლაუსის საქმე უნდა განაგრძოს.

HAPPIEST SEASON

2020 წლის კომედიურ დრამაში Happiest season მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი ასრულებს, რომლის გმირიც შეყვარებული გოგონასთვის ხელის თხოვნას ოჯახურ წვეულებაზე აპირებს. აღმოჩნდება, რომ მისი შეყვარებულის ოჯახის წევრებმა ჯერ კიდევ არ იციან, რომ ჰარპერი (მაკენზი დევისი) გეია. კრისტენ სტიუარტი, რომელიც საკუთარ ორიენტაციაზე ღიად რამდენიმე წლის წინ ალაპარაკდა, ინტერვიუში გამოტყდა, რომ ეს ფილმი ეამაყება:

“ალბათ ყველა ჩვენგანი ოცნებობდა გეი საახალწლო ფილმზე. მადლობა კლეას (რეჟისორს), რომ ამ ფილმის შექმნა გადაწყვიტა”.

ზევით