#კინო

„უკრაინის დღეები“ კინოთეატრ ამირანში

გაზიარება:

1-ელი ივნისიდან 3 ივნისის ჩათვლით, კინოთეატრი ამირანი „უკრაინის დღეებს“ უმასპინძლებს, 3 დღის განმავლობაში კინოთეატრში 6 უკრაინული ფილმის ჩვენება მოეწყობა. კინო მარათონი საქველმოქმედო ხასიათის იქნება და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელების დასახმარებელ ფონდში.

1-ელი ივნისის აფიშა

The Living Fire - 2015 წელს, რეჟისორ ოსტაპ კოსტიუკის მიერ გადაღებული უკრაინული დოკუმენტური ფილმია, რომელიც უკრაინის კარპატების მთებში მწყემსების ცხოვრებასა და ტრადიციული უნარების ბედზე მოგვითხრობს თანამედროვე სამყაროს კონტექსტში.

2017 წელს ფილმმა გაიმარჯვა 2 ნომინაციაში უკრაინის ეროვნული კინოპრემიაზე Golden Dzyga.

Ivan's Land - ივან პრიხოდკო ერთ-ერთი ბოლო ფოლკლორული მხატვარია უკრაინაში. ის თვითნასწავლია, ცხოვრობს სოფელში და ყველაფერი, რაც მისი ფუნჯებიდან მოდის, გულუბრყვილო და პატიოსანი ხელოვნებაა. ივანეს სამყაროს აღქმა, მისი შინაგანი ცხოვრება სავსეა სილამაზითა და სიხარულით. ერთ დღეს ივანეს ნახატებს ითხოვენ გამოფენაზე არტ არსენალში, ქვეყნის მთავარ საგამოფენო ცენტრში. გაცვლის თუ არა ის თავის პატარა სოფლის ქოხს გლამურულ ქალაქურ ცხოვრებასა და ხელოვნებათმცოდნეებისა და აგენტების კომპანიაში?

National Museum - დოკუმენტური ფილმი იკვლევს კიევში, უკრაინაში, ხელოვნების მთავარი ინსტიტუტის ხელოვნებას და აკვირდება მუშაობის პროცესს. მაყურებელი ორი სპეციალური გამოფენის მხილველი ხდება - ერთი ეძღვნება უკრაინულ ბაროკოს და მეორე გამოჩენილ ავანგარდისტ მხატვარს.

2 ივნისის აფიშა

My Thoughts Are Silent - უკრაინული კომედიურ-დრამა, რეჟისორ ანტონიო ლუკიჩის ფილმი. ფილმი პირველად აჩვენეს 2019 წლის 4 ივლისს, Karlovy Var-ს 54-ე საერთაშორისო კინოფესტივალის East of West (კარლოვი ვარი) სექციაზე, სადაც მან ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა.

Volcano - რამდენიმე უცნაური დამთხვევის შემდეგ, ლუკასი, თარჯიმანი, რომელიც OSCE-ში მუშაობს, სამხრეთ უკრაინის ქალაქ ბერისლავში moxvdeba. უცნაური მასპინძლის ვოვას სტუმარი - ლუკასი უპირისპირდება სრულიად ახალ სამყაროს, რომელშიც ცხოვრება თითქოს სრულიად მოწყვეტილია ყოველგვარი სტრუქტურისგან. მიუხედავად თავდაპირველი მტრობისა, ლუკასი უფრო და უფრო იხიბლება ვოვათი, ისევე როგორც მისი ქალიშვილი მარუშკათი - და საბოლოოდ იწყებს საკუთარ ძიებას დიდი ხნის წინ დაკარგული ბედნიერებისთვის.

3 ივნისის აფიშა

Stop-Zemlia - 2021 წლის უკრაინული რომანტიკული დრამა გახლავთ, რომლის რეჟისორი კატერინა გორნოსტაია. ფილმის პრემიერა  2021 წლის 3 მაისს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, ახალგაზრდა უკრაინელების ცხოვრებაზე მოყოლილმა ეკრანიზაციამ Generation 14plus-ის სექციაში Crystal Bear მოიპოვა და კრიტიკოსებისგანაც დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

ზევით