#კინო

უკვე ოფიციალურად! ლედი გაგა Joker-ის მე-2 ნაწილში ითამაშებს

გაზიარება:

ოსკაროსანი ფსიქოლოგიური თრილერის Joker-ის გაგრძელება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომიქსების ბოროტმოქმედზეა დაფუძნებული, ფილმების დისტრიბუტორის Warner Bros-ის სპიკერის განცხადებით, კინოთეატრებში 2024 წლის 4 ოქტომბერს გამოვა. 

Joker: Folie à Deux-ის მთავარი როლის შემსრულებელი ერთადერთი და განუმეორებელი ხოაკინ ფექნისი იქნება, რომლის შესრულებამაც ტოდ ფილიპსის პირველ ნაწილში, ყველაზე კრიტიკული მაყურებლის მოწონებაც კი დაიმსახურა, რომ აღარაფერი ვთქვათ კრიტიკოსების დადებით გამოხმაურებებზე. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lady Gaga (@ladygaga)

უკვე ოფიციალურად, ხოაკინ ფენიქსს პარტნიორობას ლედი გაგაც გაუწევს. მიუხედავად იმისა, რომ Joker: Folie à Deux-ში გაგას სავარაუდო მონაწილეობაზე ინფორმაცია ივნისში გავრცელდა, მან სიახლე მხოლოდ ახლა, სოციალური ქსელების მეშვეობით დაადასტურა. Instagram-ზე გამოქვეყნებული რამდენიმე წამიანი ვიდეო იმასაც ამტკიცებს, რომ Joker-ის მეორე ნაწილთან დაკავშირებული კიდევ ერთი ჭორი გამართლდა - სექუელი ნამდვილად მიუზიკლი იქნება, რაც ერთდროულად დამაინტრიგებელი და შოკისმომგვრელია.

დიდი ალბათობით, ლედი გაგა, ცნობილი კომიქსების კიდევ ერთი საყვარელი პერსონაჟის ჰარლი ქუინის როლს მოირგებს და მხოლოდ იმის წარმოდგენაც კი თუ რა ტანდემს შემოგვთავაზებენ ხოაკინი და გაგა ერთად ეკრანებზე უკვე ჟრუანტელის მომგვრელია.

ზევით