#კინო

Black Panther: Wakanda Forever - კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თრეილერი და ყველაფერი, რაც ფილმის შესახებ უნდა იცოდეთ

გაზიარება:

| ნინუცა მაისურაძე |

თუ მარველის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების სიაში ეწერებით, ამ წუთისთვის Black Panther: Wakanda Forever-ის trailer-ი დაახლოებით 30-ჯერ გექნებათ ნანახი, სცენარის განვითარების რამდენიმე ვერსიაც გექნებათ განხილული და Michael B. Jordan-ის IMBD-ის გვერდი გადაქექილი. რაიან ქუგლერის შედევრს მსოფლიო დიდ ეკრანებზე ნოემბერში იხილავს, მანამდე კი Marvel-მა საგონებელში კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო Trailer-ით ჩაგვაგდო.

მარველ სტუდიომ უკვე განაცხადა, რომ ლეგენდარული პერსონაჟის როლზე კასტინგი აღარასდროს გამოცხადდება და რომ ტჩალა ჩედვიკ ბოსმანთან ერთად განისვენებს. თრეილერი კი ვაკანდას მეფის გლოვით იწყება. ფაქტია, რომ შავი პანტერა აღარაა, მაგრამ სად გაქრა გმირი, ან რა ვითარებაში, არ ჩანს. ჩედვიკ ბოსმანის გამოსახულება ერთ-ერთ კადრში, ვაკანდას დედაქალაქში ორი დრამერის ფონად ჩანს, რომლის გარშემოც ვაკანდურ ენაზე გაკეთებულ წარწერაში იკითხება:

“The Panther King Forever Lives In Us And Rests …”

ტჩალა, ჩავი პანტერა, wakanda forever, trailer

თრეილერის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი ტჩალას დედის - დედოფალი რამონდას სიტყვაა, სადაც გვესმის, რომ მისი ოჯახი აღარაა. Marvel-ის თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ თრეილერში შავი პანტერას დის - შურის ქორწილის კადრებს ვხედავთ, რომელიც გათხოვების შემდეგ ტოვებს მშობლიურ ვაკანდას და ძმისთვის მიცემული დანაპირების შესრულებას აგრძელებს.

shuri wedding, trailer, ვაკანდა, შავი პანტერა, თრეილერი

დედოფალი რამონდას ფრაზის კიდევ ერთი, მეტად საკამათო ვერსიაც არსებობს. ზემოხსენებული სცენა სავარაუდოდ ფლეშ-ბეკია, რომელშიც სიტუაცია მას მერე ვითარდება, რაც "Avengers: Infinity War”-ში თანოსმა მიწისაგან პირისა სიცოცხლე აღგავა (ეს აბზაცი უფრო შეთქმულების თეორიების მოყვარულებს ეძღვნებათ).

შავი პანტერა, დედოფალი, თრეილერი

ტჩალას დაკარგვის გარდა Wakanda Forever-ის ერთ-ერთი მთავარი თემა მარველის სამყაროში ახალი, გამოგონილი ერის გაჩენა იქნება. თრეილერის რამდენიმე კადრში ნამორი, ე.წ. საბ-მარინერი გვხვდება, რომელიც ატლანტისის მბრძანებელია. კომიქსების მიხედვით კი ატლანტისსა და ვაკანდას დიდი ხნის მტრობა აკავშირებთ.

ატლანტისის მბრძანებელი, შავი ოანტერა

თრეილერში ასევე ვხვდებით რკინის კაცის გზის გამგრძელებელს - აირონ ჰარტს, რომელმაც ტონი სტარკის მანტია მოირგო (რირი უილიამსის როლს დომინიკ თორნი ასრულებს, რომელიც მალე აირონ ჰარტის სერიებში Disney +ზე გამოჩნდება). ტონი სტარკის გზის გამგრძელებელი კი თავადაც საინტერესო გამომგონებელი უნდა იყოს, ამის დასტური კი თრეილერში მისი და შურის მისალმების კადრია, რომელიც ერთმანეთს მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში ხვდებიან.

რკინის გული, ვაკანდა, შავი პანტერა

სანამ თრეილერის ყველაზე ამაღელვებელ და საინტერესო კადრზე გადავალთ, არ შეიძლება ამ უკანასკნელის მუსიკალური გაფორმება არ აღვნიშნოთ. ვიდეო ბობ მარლისა და უეილერსის “No woman no cry” ქოვერ ვერსიით იწყება, რომელსაც ნიგერიელი მომღერალი Tems ასრულებს, რამდენიმე წუთში კი მუსიკა კენდრიკ ლამარის Alright-ში გადადის, რაც სენსაციურ განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

black panther wakanda forever, trailer, თრეილერი

თრეილერი კი წლის ყველაზე განხილვადი კადრით სრულდება, რამაც ფილმის თაყვანისმცემლებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. კადრში ოქროს იაგუარის კოსტიუმი შემოდის, რომელიც მაიკლ ბი ჯორდანის გმირს - ერიკ კილმონგერს ფილმის წინა ნაწილში ეცვა.

ვაკანდა, wakanda forever, trailer

გემახსოვრებათ, რომ ეს უკანასკნელი დაიღუპა, ხოლო მისი უკანასკნელი სურვილი წინაპრების მსგავსად ზღვაში დამარხვა გახლდათ. ყველაზე პოპულარული ვერსიების მიხედვით კილმონგერი ან გადარჩა, ან ის წინაპრების მსგავსად ზღვაში დამარხეს, სადაც მისი ცხედარი ნამორმა იპოვა და გააცოცხლა.

მოკლედ, თრეილერის მიხედვით მეტს ვერაფერს მივხვდებით, ამიტომ ნოემბრის მოლოდინში დღეები უნდა ვითვალოთ. სტატიის მიწურულს კი თრეილერის პრეზენტაციის ვიდეოს გთავაზობთ, რომელიც San Diego Comic Con-ზე შედგა. ჩვენებას წინ ამაღელვებელი მუსიკალური ნომერი უძღვოდა, რასაც ფილმის რეჟისორის მხრიდან ჩედვიკ ბოსმანის ემოციური მოგონება მოჰყვა.

 

ზევით