უილ სმიტი ეკრანებზე „საოსკარე“ ნამუშევრით ბრუნდება, თუმცა მსახიობი კინოაკადემიის დაჯილდოებაზე დასწრებას მაინც ვერ შეძლებს. Emancipation ენტონი ფუქუას ისტორიული ტრილერია, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და 1860-იან წლებში, ლუიზიანას პლანტაციიდან გაქცეული მონის ისტორიას გვიყვება.
ფილმის Trailer-ი უილ სმიტმა საკუთარ Youtube არხზეც გააზიარა და აღნიშნა, რომ ეს მისი მონაწილეობით ერთ-ერთი უძლიერესი ფილმია, თუმცა კინოაკადემიის დაჯილდოებაზე სმიტს ვერც ნამუშევრის ხარისხი და ვერც ნომინაცია დააბრუნებს. მოგეხსენებათ, რომ გასული წლის ინციდენტის გამო (უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სცენაზე ხელი გაარტყა), კინოაკადემიამ უილს ღონისძიებაზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალა.
რაც შეეხება ისტორიულ ფილმს, ამ უკანასკნელში უილთან ერთად ბენ ფოსტერი, სტივენ ოგი და ჩარმეინ ბინგვა მონაწილეობენ. ნამუშევრის გამოსვლა 2022 წელს იგეგმებოდა, თუმცა რელიზი “ოსკარებზე” მომხდარი შემთხვევის გამო გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ წინა დაჯილდოებაზე სმიტმა მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო ფილმისთვის King Richard მოიპოვა, მის საზოგადოებაში დიდი აგრესია გაჩნდა, ამიტომ ფილმის შემქმნელებმა თავის დაზღვევა და პრემიერის გადადება გადაწყვიტეს.
საინტერესოა ისიც, რომ თავის დროზე უილმა ფილმში Django Unchained მონაწილეობა იმ მიზეზით თქვა, რომ შავკანიანების მონობის შესახებ მონაწილეობას, ეკრანზე "შავკანიანთა ბრწყინვალების გამოსახვა" ერჩივნა. კვენტინ ტარანტინოს ნამუშევარში მაშინ მთავარი როლი ჯეიმი ფოქსს ერგო.
”ეს ის ფილმია, რომელიც შავი სიყვარულის ძალას გამოხატავს” - ასე აფასებს უილ სმიტი Emancipation-ს. ჩვენი მიზანი ისეთი სიუჟეტის შექმნა იყო, სადაც ვაჩვენებდით, თუ როგორ გვაქცევს “შავი სიყვარული” უძლეველებად.
კინოაკადემიის დაჯილდოებაზე მსახიობს კონკურენციის გაწევა ამჟამინდელი ფავორიტებისთვის მოუწევს. მათ შორისაა ბრენდან ფრეიზერი ფილმისთვის The Whaleდა კოლინ ფარელი ფილმისთვის “The Banshees of Inisherin”.
ენტონი ფუქუას ისტორიული ტრილერი - Emancipation მსოფლიო კინოთეატრებში 2 დეკემბერს ჩაეშვება, ხოლო Apple TV-ის მაყურებელი ფილმის ნახვას 9 დეკემბრიდან შეძლებს.
Academy Museum-ში გამართულ კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. ერთად გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის გამორჩეული სახეების ავანგარდულ, გლამურულ თუ სადა და ელეგანტურ ლუქებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.