თანამედროვე ხელოვნების გალერეა Window Project-ი გამოფენა „ურთიერთობას“ - ლევან ჭელიძისა და 4 ბრიტანელი მხატვრის - ვიკი ამირალის, ედ ლუისის, ანა რედვუდისა და სემ ვების ნამუშევრებს მასპინძლობს. გამოფენის სახელწოდება ქართული სიტყვა „ურთიერთობის“ ეტიმოლოგიით არის შთაგონებული და ასახავს არტისტების ინტერაქციას ქართულ სულთან და ლანდშაფტებთან.
გალერეა Window Project-ში გამოფენა ორ სართულზეა წარმოდგენილი, პირველზე წარმოდგენილია ლევან ჭელიძის მიერ 2021 წელს შექმნილი ნამუშევრები. ეკლექტური პორტრეტები ჭელიძისთვის დამახასიათებელ რეალობასა და ფანტაზიას შორის ბუნდოვან ზღვარზეა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი ნატურებთან იწყებს მუშაობას, ის თავს სინამდვილით არ იზღუდავს, არამედ საკუთარი აღმებით თამაშობს, როგორც თვითონ პორტრეტზე, ასევე ფონზეც, რომლის საშუალებითაც ობიექტს უცვლის „რეალობას“. გაურკვეველი და ბუნდოვანია ადამიანებს შორის კავშირებიც.
პოზირებას, ჭელიძე წყვეტს პორტრეტის ხატვას და მუშაობას მხოლოდ განყენებული, არარეალური ფონით ასრულებს.
გამოფენის მეორე სართული კი 4 ბრიტანელ მხატვარს ეთმობა, რომლებიც VA[A]DS-ის 9 კვირიანი რეზიდენციის მონაწილეები არიან. ვიკი ამირალის ნამუშევრები საქართველოს ინდუსტრიული წარსულის აღმოჩენით, მისი ბუნებრივი და ურბანული პეიზაჟების სილამაზით არის შთაგონებული. ამირალისმა თავისი ახალი ნამუშევრებისთვის გამოიყენა VA[A]DS -ში ნაპოვნი სამრეწველო და ბუნებრივი მასალები.
ედ ლუისმა თავისი პერფორმატიული პრაქტიკა და მისი ქართული სახლის ინტერიერი Window Project-ის სივრცეში შემოიტანა. ლუისი შთაგონებულია ახალი გარემოს შორეული ახლობლობით და პარალელებს ავლებს საკუთარ სახლთან დიდ ბრიტანეთში. შავ-თეთრი იმერსიული ნამუშევარი დამთვალიერებელს იწვევს ამბიენტურ გარემოში.
„ჩემი ნამუშევრები, რომლებიც ხშირად ცნობადობის, კომფორტის საგნებს წარმოადგენენ, აგრძელებენ ინტერაქციას აბსურდულობასთან და ქაოსთან, რომელიც სულ უფრო მეტად გვახრჩობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ასევე სწრაფვას გავცდეთ ჩვენს ლიმიტებს“ - ედ ლუისი.
ანა რედვუდი საქართველოში პოლიფონიურმა სიმღერამ და უძველესი კოშკების ზღაპრებმა მიიზიდა. სვანეთში რედვუდმა მოიარა მონასტრები და ეკლესიები. წარმოდგენილ ნამუშევრებში იყენებს უძველეს მასალებს, როგორიცაა ხე, ქვა, ფიქალი და ნახშირი უძველესი მიწის სულის შესასწავლად.
სემ ვები გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრით აჩვენებს და ავითარებს ბრენდის შექმნის ექსპერიმენტს სახელწოდებით „ექოს ლოკაცია“. თბილისში მან პირდაპირი და მეტაფორული მნიშვნელობით გამოიკვლია კავშირი საკუთარ „მესა“ და იმ სამყაროს შორის სადაც „მე“ არსებობს და ეს ურთიერთობა მულტიმედიური სკულპტურების საშუალებით გადმოსცა.
გამოფენა „ურთიერთობა“ Window Project-ში 8 იანვრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.
Academy Museum-ში გამართულ კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. ერთად გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის გამორჩეული სახეების ავანგარდულ, გლამურულ თუ სადა და ელეგანტურ ლუქებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.